რატომ ატარებდნენ ექიმები ფრინველის ნიღბებს შავი ჭირის დროს? | Allnews.Ge

რატომ ატარებდნენ ექიმები ფრინველის ნიღბებს შავი ჭირის დროს?

მე-17 საუკუნის ევროპაში სამედიცინო მუშაკები შეშინებულნი და დაბნეულნი იყვნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ასეთ კოსტიუმებს დაავადებასთან გამკლავება შეეძლოთ. შავი ჭირი ოდესღაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დაავადებას წარმოადგენდა, რომელმაც ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე-17 საუკუნის ევროპაში ექიმები ატარებდნენ სპეციალურ კოსტიუმებს, რომლებიც დღეს უკვე პოპ -კულტურის ნაწილია და დღემდე უსიამოვნო გრძნობებს ბადებს: ეს უჩვეულო ფორმის კოსტიუმი წარმოადგენდა თავიდან ფეხებამდე დაფარულ შესამოსელს, რომელსაც ჰქონდა გრძელი, ფრინველის ნისკარტისებრი ნიღაბი და ქუდი, რომელიც მის იმიჯს საბოლოოდ აგვირგვინებდა.

ასეთი ნიღბების გაჩენის მიზეზი იყო მცდარი წარმოდგენა ამ საშიში დაავადების ბუნების შესახებ. ბუბონური შავი ჭირის გავრცელების დროს, რომელიც ევროპაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განმეორდა, ამ დაავადებით დაზარალებული ქალაქები ქირაობდნენ სპეციალურ შავი ჭირის მკურნალ ექიმებს, რომლებიც ამ საშინელი დაავადების სამკურნალოდ "ანტიდოტებს" და "დამცავ ნახარშებს" იყენებდნენ. ისინი ესწრებოდნენ როგორც ანდერძის შექმნის პროცესს, ასევე გაკვეთის პროცედურებსაც. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნისკარტიანი ნიღბებით მუშაობდნენ.

2024090313273886669-1725703593.jpg

ამ კოსტიუმს ხშირად მიაწერენ შარლ დე ლორმეს, რომელიც მე-17 საუკუნეში ევროპის მრავალი სამეფო ოჯახის ექიმი გახლდათ. მან აღწერა სამოსი, რომელიც მოიცავდა სურნელოვანი ცვილით დაფარულ ქურთუკს, პერანგს, ქუდს, ჩექმებსა და თხის ტყავისგან დამზადებულ ხელთათმანებს.

შარლ დე ლორმემ დეტალურად აღწერა "ნახევარი ფეხის სიგრძის, ნისკარტისებრი ნიღაბი, რომლის მხოლოდ ნესტოებთან არსებული ორი ნახვრეტი იყო სუნამოთი გაჟღენთილი". ამ კოსტიუმებს ექიმები მთელს ევროპაში ატარებდნენ, მაგრამ იტალიაში ეს იმიჯი მართლაც რომ საკულტოდ იქცა და "შავი ჭირის მკურნალი ექიმი" გახდა იტალიური კომედია დელ'არტისა და საკარნავალო ზეიმების ძირითადი ელემენტი, და დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. იხილეთ სრულად