როგორ გამოიყურებოდა გია სურამელაშვილი ახალგაზრდობაში და რის გამო დააკავეს მისი ერთადერთი შვილი საფრანგეთში? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდა გია სურამელაშვილი ახალგაზრდობაში და რის გამო დააკავეს მისი ერთადერთი შვილი საფრანგეთში?

მომღერალი გია სურამელაშვილ წლებია ახერხებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს და პოპულარობასაც ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ მისი ამბებიც საინტერესოა ხოლმე. ჯერ 90-იან წლებში ახალამობრწყინებულ ვარსკვლავზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული. სწორედ იმ პერიოდის და კიდევ უფრო ადრეული პერიოდის ფოტოები გამოაქვეყნა გიამ, ასევე - თავისი მშობლების. ამ უკანასკნელი ფოტოდან კარგდ ჩანს, რომ გია დედას ჰგავს ძალიან.

gia1-1725445977.jpg

525926855475591090573284272325534085545984n-1725446967.jpg

517713475449506093181788404454092860030976n-1725445994.jpg

საინტერესოა, რომ გია სურამელაშვილს ჰყავს ვაჟი, რომელზეც ის არასოდეს საუბრობს. მას ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეუღლემ მაია კვესელავამ გაშორების შემდეგ დაუტოვა. როგორც გია ინტერვიუებში იხსენებს, მკაცრი და მზრუნველი მამა იყო. რაც შეეხება თავად ნუგო სურამელაშვილს, ის პოპულარობას ყოველთვის ერიდება.

წლების წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუგო ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გია სურამელაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ვაჟი ქურდული სამყაროს წევრი არ არის და ის უბრალოდ ჩხუბს შეესწრო, რის გამოც დააკავეს და უკვე გაათავისუფლეს.

nugo-1725447295.png

ამ ამბავთან დაკავშირებით ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა მომღერლის ვაჟმაც, ასევე რძალმა სოფო სურამელაშვილმა. როგორც მომღერლის ვაჟი ამბობს, ამ ამბავმა მასზე და მის ოჯახზე ძალიან იმოქმედა, რადგან ტელევიზიამ ეს ყველაფერი ამობრუნებულად გააშუქა.

nuga-suramelashvili-w-h-1725447308.jpeg

„საფრანგეთს ქურდული სამყარო ნაკლებად აინტერესებს. ნუგას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქ სხვა თემა იყო. უთანხმოება მოხდა ჩეჩნებს და ქართველებს შორის. ნუგაც იყო ამ ამბის მონაწილე, ამბავს შეესწრო და ამას მოჰყვა სასამართლო. თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა და არ ვიცით საიდან ამოქექეს.

დაკავებიდან 24 საათში იყო სასამართლო და ნუგა გამოუშვეს. ასეთ რამეებს ისე განვიცდი, რომ ნუგა ამაზე ჩემთან დეტალურად არ საუბრობს“, – ამბობს სურამელაშვილის რძალი.