იცოდით, რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? - კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აქვს პურს თავზე ზოლები ან რატომ დებენ ნაყინს ვაფლის კონუსში? - კითხვები, რომელზე პასუხიც ბევრმა არ იცის

იცით, რატომ არის მოთავსებული ნაყინი ვაფლის კონუსში? ან ის თუ იცით რატომ აქვს ბატონის პურს თავზე ზოლები? მოკლედ პასუხებს ამ და სხვა არანაკლებ საინტერესო კითხვებზე დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.

რატომ აქვს პურს თავზე ზოლები

2024082320554386669-1724486153.jpg

ამ კუთხით მოსაზრებები მცხობელებს შორისაც კი იყოფა. ზოგი ამბობს, რომ ბატონის პური თავზე ჭრილის გარეშე შეიძლება რომ ცხობისას გასკდეს, ხოლო ზოგის აზრით ზოლები სილამაზისთვის და ასევე, სხვადასხვა სახეობის პურის ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით კეთდება. მეორე ვერსია უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვინაიდან სხვა სახის პურები თავზე ზოლების გარეშეც არ სკდება.

რატომ არ არის კლავიატურაზე ასოები ანბანური თანმიმდევრობით განლაგებული?

2024082321041986669-1724486210.jpg

ბევრი ფიქრობს, რომ ცენტრთან ახლოს ყველაზე ხშირად გამოყენებული სიმბოლოები მდებარეობს, მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ საბეჭდ მანქანებზე ასოები მართლაც ანბანურად იყო დალაგებული, მაგრამ ერთმანეთის გვერდით მდებარე კლავიშების ბერკეტები ერთმანეთს ეხებოდა, ამიტომ ასოები, რომლებიც ხშირად სიტყვებში თანაარსებობენ, კლავიატურაზე ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს განთავსდა.

ასე გაჩნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი QWERTY განლაგება. მართალია, ის ოპტიმალურისგან საკმაოდ შორს არის, მაგრამ მის შეცვლას ჯერ არავინ აპირებს, რადგან მას უკვე ყველა მიეჩვია.

რატომ ათავსებდნენ ნაყინს ვაფლის ჭიქებში

2024082321095286669-1724486257.jpg

მე-19 საუკუნის ბოლოს ნაყინი ქუჩებში მრავალჯერადი გამოყენების შუშის ჭიქებში იყიდებოდა, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში ყოველი მომხმარებლის შემდეგ მხოლოდ წყალში ივლებოდა, მაგრამ 1904 წელს გენიალური გამოსავალი იქნა ნაპოვნი: სიცხის გამო მენაყინესთან უზარმაზარი რიგები დგებოდა, ხოლო მინის ჭიქები ყველასთვის საკმარისი არ იყო, იქვე მდგარი ვაფლის გამყიდვლის ჯიხური კი სულ ცარიელი იყო, სწორედ მას გაუჩნდა ჭიქების ნაცვლად ნაყინის, ვაფლის კონუსში მოთავსების იდეაც, შედეგით ყველა კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი ექიმები, ვინაიდან ჭიქებში მოთავსებული ნაყინი ტუბერკულოზის გავრცელებას უწყობდა ხელს.

რატომ აქვს კედებს რეზინის ცხვირი

2024082321112086669-1724486294.jpg

ოდესღაც კედები კალათბურთელთა ფეხსაცმელი იყო, რეზინის ცხვირი კი თამაშის დროს თითებს იცავდა, რადგან მათი დაზიანება მარტივად ხდებოდა. ამ სახის სპორტულ ფეხსაცმელზე ცხვირი დღევანდელი კედებისგან განსხვავებით მაშინ ძალიან მყარი რეზინისგან მზადდებოდა. სხვათა შორის, ეს ცხვირი თავდაპირველად თეთრი არ იყო, ასეთი ის მოგვიანებით გახდა და ეს მხოლოდ სილამაზისთვის გაკეთდა.

რატომ მზადდება ყულაბები გოჭების გამოსახულებით

2024082321274986669-1724486364.jpg

შუა საუკუნეების ინგლისში ფულს თიხის ქოთნებში ინახავდნენ, რომელსაც "pygg jars"-ას უწოდებდნენ, საიდანაც სიტყვა "pygg"-ი "წითელ თიხას" ნიშნავს. დროთა განმავლობაში ასეთი ქოთნები ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა, თუმცა სიტყვების კომბინაცია დარჩა. მხოლოდ აი, გაუგებარი სიტყვა "pygg"-ი დროთა განმავლობაში "pig"-ად ("ღორი") იქცა, და ყულაბების (piggy bank) დამზადებაც გოჭების სახით დაიწყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ გამოთქმა გაჩნდა, შემდეგ კი თავად ნივთი. იხილეთ სრულად