ვინ არის და რას საქმიანობს ლაშა ბექაურის რჩეული? - ოლიმპიური ჩემპიონის პირადი ცხოვრება
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა.
სპორტულ კარიერსთან ერთად საზოგადოებას ლაშას პირადი ცხოვრებაც აინტერესებს. პარიზის ოლიმპიადაზე, როდესაც ბექაურმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მისმა რჩეულმა, რომელიც ლაშას გამარჯვებას ემოციურად შეხვდა.
იხილეთ: ვინ როგორ ულოცავს ლაშა ბექაურს ოლიმპიურ ჩემპიონობას?
აღსანიშნავპია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად საუბრობს. როგორც ცნობილია, მისი რჩეული მარიამ კეკუა პროფესიით მოდელია.
მარიამი „ნატალის“ მოდელია და ხშირად აზიარებს ფოტოებს სხვადასხვა გადაღებიდან. ის ლაშაზე რამდენიმე წლით უმცროსია.
იხილეთ: რეალობა ვირუსულად გავრცელებულ კადრებზე - რატომ დაახვედრეს "ანტისექს" საწოლები ოლიმპიელებს?