ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები | Allnews.Ge

ადგილი, სადაც რომაელი ოჯახები ცხოვრობდნენ: რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა გონიოში და რის შესახებ მეტყველებს უძველესი არტეფაქტები

გო­ნი­ოს ცი­ხე­სი­მაგ­რე აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ძეგლია. იქ ყო­ველ­წლი­უ­რად მუდ­მივ­მოქ­მე­დი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებს.

თორ­ნი­კე მა­მი­სე­იშ­ვი­ლი, აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მე­ლია და არ­ქე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი. ამ­ჯე­რად სწო­რედ ის მოგ­ვაწ­ვდის გო­ნი­ოს ცი­ხის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს.

agmochena4-44798-1722842040.jpeg

თორ­ნი­კეს ეს პრო­ფე­სია უზო­მო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გა­და­წყვი­ტა - "არ­ქე­ო­ლო­გია ხომ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ბავ­შვო­ბა­ში, როცა მშობ­ლებს და­სას­ვე­ნებ­ლად დავ­ყავ­დი და ციხე-სი­მაგ­რე­ებს მი­ვად­გე­ბო­დით ხოლ­მე, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვისი აშე­ნე­ბუ­ლი იყო, რა ბრძო­ლა მოხ­და იქ. მე­ტის გა­სა­გე­ბად და შე­საც­ნო­ბად კლდე­ებ­ზე დავ­ღო­ღავ­დი. მერე ამას ბო­ლომ­დე მივ­ყე­ვი და მივ­ყე­ვი,“ - გვე­უბ­ნე­ბა თორ­ნი­კე მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და თა­ვის პირ­ველ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ას ასე იხ­სე­ნებს:

"რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში, აწ გან­სვე­ნე­ბულ­მა შოთა მა­მუ­ლა­ძემ გო­ნი­ო­ში, ველ­ზე გა­მიშ­ვა და საკ­მა­ოდ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და­მა­კის­რა. რად­გან ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო რო­მა­უ­ლი პე­რი­ო­დია, სწო­რედ იქ მოვ­ხვდი, სა­დაც უნდა მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი...პირ­ვე­ლი ნივ­თე­ბი, რო­მელ­საც შე­ვე­ხე, რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის იყო, რაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი მა­ნამ­დე მუ­ზე­უმ­შიც მქონ­და ნა­ნა­ხი. არ­ტე­ფაქ­ტებს მა­შინ მი­ვაკ­ვლიე და მათ­გან 10 ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი, დღეს უკვე მუ­ზე­უმ­ში დევს. სა­ო­ცა­რი ემო­ცია იყო ბე­ჭე­დი რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მელ­ზეც ადა­მი­ა­ნი და ვირი გახ­ლდათ გა­მო­სა­ხუ­ლი. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ის რო­მა­უ­ლი სამ­ყა­რო­დან ცნო­ბი­ლი სცე­ნა იყო. ბე­ჭე­დი კი სამ­ხედ­რო და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი პი­რის სა­კუთ­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ცენ­ტუ­რი­ო­ნის, ანუ 100-მე­თა­უ­რის. ამას მოჰ­ყვა მო­ნე­ტე­ბი, სიმ­პუ­ლუ­მი, ანუ ჩამ­ჩა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ რი­ტუ­ალ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და...

agmochena3-44876-1722842065.jpeg

- და მათი ნახ­ვა დღეს გო­ნი­ოს მუ­ზე­უმ­ში მი­სულ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია... აღ­ნიშ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი ქა­ლის ყელ­სა­ბა­მი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი მძი­ვე­ბი აქვს...

- მძი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს სო­ფელ მა­ხო­ში, გო­ნი­ოს თავ­ზე­ვე. ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ შემ­თხვე­ვით, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის დროს ბაღ­ში მი­აგ­ნო. იქ რამ­დე­ნი­მე სა­მარ­ხიც აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი იყო. მათ შო­რი­საა ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი მი­ნის ჭიქა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად და­ცუ­ლია და ისიც მუ­ზე­უმ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. იხილეთ სრულად