იცოდით, რატომ არ არის "მაკდონალდსი" სომხეთში? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ არ არის "მაკდონალდსი" სომხეთში?

"მაკდონალდსი" რესტორნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ქსელია, რომელიც თითქმის მტელს მსოფლიოში არის წარმოდგენილი. მხოლოდ რამდნეიმე ქვეყანაა, სადაც "მაკდონალდსს" რესტორნები არ აქვს. ესენია: სომხეთი, იემენი, ზიმბაბვე, მონტენეგრო, ბოლივია, ისლანდია, ირანი, ბერმუდი და ჩრდილოეთ კორეა.

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, თუ რატომ არ არის "მაკდონალდსის" რესტორნები სომხეთში.

b4589c50ee6c44a6c4fe545d14dedbd9-1721127197.jpg

კომპანია მაკდონალდსი 1940 წელს დააარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა კალიფორნიაში, ქალაქ სან–ბერნარდინოში, თურმე გვერდზე სომხებს ჰქონდათ მაღაზიათა ქსელი და რესტორნები და დაუწყეს დაძირვა მათ ბიზნესს, ისე გაამწარეს მაკდონალდები, რომ მათ დაიფიცეს: - ვიცით მომავალში, ჩვენი რესტორნების ქსელი მსოფლიოს დაიპყრობს და ყველა ქვეყანაში გავრცელდება მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ არასდროს გაიხსნება ის სომხეთში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენს ბიზნესს გავასხვისებთ. ეს პირობა უცვლელი დარჩება სამუდამოდო.

არ ვიცით ეს ლეგენდაა თუ სიმართლე (ყოველ შემთხვევაში კალიფორნიაში მართლაც სომხების დიდი დიასპორა ცხოვრობს). მას შემდეგ არაერთი მეპატრონე გამოიცვალა „მაკდონალდსმა“, მაგრამ 84 წლის მანძილზე პირობა რჩება უცვლელი.

თავად სომხეთში სხვაგვარად ხსნიან "მაკდონალდის" არ ქონას, მათი მტკიცებით, ნაციონალური ფასთფუდი საკმაოდ კარგად არის განვითარებული (ლაგმანჯო, ბრტუჩი, ქაბაბი), ამიტომ მისი საჭიროება აღარ არისო, თუმცა ამასთან ერთად სომხეთში ფუნქციონირებს KFC და "ბურგერ კინგი".

2022 წელს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა ინტერვიუში განმარტა, რატომ არ არის მაკდონალდსის რესტორნები სომხეთში.

"სომხეთში მაკდონალდსის რესტორნების არარსებობა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კონკურენცია არ არის ნორმალური, რადგან სხვა ქვეყნებში მაკდონალდსი კონკურენციას უწევს ადგილობრივ ქსელებს და აიძულებს მათ გახდნენ უფრო პროდუქტიულები. ჩვენ არც მაკდონალდსი გვაქვს და არც სტარბაქსი", - თქვა კერობიანმა ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ აშშ-სთან შედარებით სომხეთის პროდუქტიულობა საზოგადოებრივი კვების სფეროში 10-ჯერ დაბალია.

კერობიანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 25-30 წლის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკა იყო პატარა და დახურული, პროტექციონიზმის მაღალი დონით და „ამიტომაც იქ არ ჩასულან დიდი კომპანიები.

მინისტრმა მთავრ რისკად საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. "აქამდე ჩვენ არ ვიყავით ძალიან კარგად ინვესტიციებისთვის, საინვესტიციო პროექტები ქვეყანაში ნელა მოძრაობს ბიუროკრატიის გამო."