როგორ აპირებდნენ გერმანელები თბილისის დაბომბვას - რა საფრთხეს გადაურჩა საქართველო? - ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ | Allnews.Ge

როგორ აპირებდნენ გერმანელები თბილისის დაბომბვას - რა საფრთხეს გადაურჩა საქართველო? - ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეული ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, უფრო მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა, რითაც საქართველომ თავისი დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საერთო საქმეში, თუმცა, ამასთანავე, გადაურჩა კიდევ ერთ დიდ უბედურებას - ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ ქართულ მიწაზე, რისი დიდი ალბათობაც არსებობდა. ჰიტლერს სტრატეგიული შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩრდილო-კავკასიისა და სტალინგრადის ნაცვლად, სამხრეთ კავკასია და დასავლეთი საქართველო რომ აერჩია.

1-h1-1715160327-1720252509.jpg

მართალია, აფხაზეთისა და სვანეთის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველო გადაურჩა ჰიტლერის საჰაერო არმადის - ლიუფტვაფეს "ხალიჩისებურ" დაბომბვას, რომელმაც ნანგრევებად აქცია სტალინგრადი თუ ლენინგრადი.

მეორე მსოფლიო ომის ოთხი წლის განმავლობაში ლიუფტვაფემ საქართველოს ტერიტორიაზე ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ბომბები თუ ჩამოყარა და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეეძლო ან ჰიტლერმა ქართველები დაგვინდო. საქმე ის იყო, რომ გერმანელი პილოტებისთვის ასეთი დავალება არ მიუციათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლიუფტვაფე მაინც ემზადებოდა სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე - თბილისში...

2-h1-1715160474-1720252563.jpg

ეს უნიკალური ფოტოსურათი სწორედ გერმანული ლიუფტვაფეს სადაზვერვო თვითმფრინავიდან არის გადაღებული და მასზე ჩანს თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის საამწყობო საამქროები, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

საჰაერო დაზვერვა ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ზურგში (მაშინ ბრძოლები ჩრდილო-კავკასიაში, თბილისიდან 150-200 კმ-ით ჩრდილოეთით მიმდინარეობდა), მიუთითებს, რომ ლიუფტვაფე აგროვებდა კონკრეტული სტრატეგიული ობიექტების განლაგების დეტალურ მონაცემებს, საბჭოთა საავიაციო ქარხნები კი გერმანელი პილოტების პირველი სამიზნეები იყო.

ომის დაწყებამდე თბილისის აღმოსავლეთით საავიაციო ქარხანა არ არსებობდა, მაგრამ გერმანელების სწრაფი და წარმატებული შეტევის გამო სტალინმა გასცა ბრძანება საწარმოებისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნების საბჭოთა კავშირის დასავლეთიდან აღმოსავლეთში დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ. სევასტოპოლისა და ტაგანროგის საავიაციო ქარხნების ევაკუაცია სამხრეთით, საქართველოში გადაწყდა და მათ ბაზაზე 1941 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა.

გერმანიის არმიის დაზვერვის - აბვერის აგენტებს არ გამოეპარებოდათ ახალი საავიაციო ქარხნის ამოქმედება თბილისის გარეუბანში, ხოლო როდესაც მალევე ამ ქარხანამ დაიწყო "ლაგგ-3" ტიპის ავიაგამანადგურებლების სერიული წარმოება, რომლებმაც მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანულ "მესერშმიტებს", თბილისის საავიაციო ქარხანა ლიუფტვაფეს დასაბომბ სტრატეგიულ ობიექტთა სიაში აღმოჩნდა...

3-h1-1715160436-1720252595.jpg

გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავის გადაღებულ სურათზე (ეს ფოტო, სავარაუდოდ, კინოფირის კადრია) კარგად ჩანს თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროები და დამხმარე შენობა-ნაგებობები, ამასთან, ლიუფტვაფეს დეშიფრატორებს ზუსტად აქვთ გაანალიზებული თითოეული შენობის დანიშნულება, რაც ზუსტი საჰაერო დაბომბვის წინაპირობა გახლდათ... იხილეთ სრულად