რომელია ცნობილი ფეხბურთელების საყვარელი კერძები? | Allnews.Ge

რომელია ცნობილი ფეხბურთელების საყვარელი კერძები?

ფეხბურთის გულშემატკივრებს და არამხოლოდ მათ, ხშირად აინტერესებთ თუ როგორ იკვებებიან მათი საყვარელი სპორტსმენები და რომელია მათი საყვარელი კერძები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია იმ ფეხბურთელების საყვარელი კერძების შესახებ, რომლებიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.

ცნობილი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც თავისი წარმოუდგენელი ფიზიკურობითა და მკაცრი დიეტების რუტინითაა განთქმული. ვარსკვლავი თავს იკავებს შაქრიანი საკვების მიღებისგან, ასევე ერიდება წითელ ხორცს, ალკოჰოლს ან სხვა რაიმე გაზიან სასმელებს.

ronaldo-1719924152-1720100637.jpg

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი კერძი ხინკალია. ის ამის შესახებ „აჭარასპორტთან“ ინტერვიუში საუბრობს.

kvicha-kvaratskhelia-georgia-clap-1719924322-1720100656.jpg

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „მეცის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის საყვარელი კერძიც სწორედ ხინკალია. 23 წლის ვარსკვლავი ამის შესახებ უცხოურ გამოცემასთან Lessentiel-თან ინტერვიუში საუბრობს.

georges-mikautadze-11zon-1719924443-1720100675.jpeg

„ხანდახან, როცა რეცეპტები ძალიან რთულია, ტელეფონზე დედას ვურეკავ, რომელიც შესანიშნავი მზარეულია. მას განსაკუთრებით კარგად ქართული კერძები გამოსდის. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია. ეს არის ხორცის კერძი, რომელსაც მიკეთებს ხოლმე, როდესაც სახლში მივდივარ“, - ამბობს გიორგი მიქაუტაძე. იხილეთ სრულად