ქართველი ფეხბურთელი პოლონური ცხოვრებით, ნათელმირონობა საბა ლობჟანიძესთან და შვილი, რომელმაც "მავნე ჩვევას" გადააჩვია - ოთარ კაკაბაძის სპორტული გზა | Allnews.Ge

ქართველი ფეხბურთელი პოლონური ცხოვრებით, ნათელმირონობა საბა ლობჟანიძესთან და შვილი, რომელმაც "მავნე ჩვევას" გადააჩვია - ოთარ კაკაბაძის სპორტული გზა

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 28 წლის მარ­ჯვე­ნა მცვე­ლი, ოთარ კა­კა­ბა­ძე 2021 წლი­დან პო­ლო­ნე­თის გუნდ "კრა­კო­ვი­ა­ში" თა­მა­შობს.

186 სმ სი­მაღ­ლის სპორ­ტსმენ­მა თა­მა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად "დი­ნა­მოს" ახალ­გაზ­რდულ გუნდში და­ი­წყო. მისი პირ­ვე­ლი ტრანსფე­რი კი ეს­პა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. 2016-2018 წლებ­ში კა­კა­ბა­ძემ Club Gimnastic de Tarragona-ში (ეს­პა­ნე­თის მე-2ლიგა) ითა­მა­შა. ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი და­ნი­ის უმაღ­ლეს ლი­გის გუნდში Esbjerg fB-ში გა­და­ვი­და.

60c4bfcd3d801-o-large-48185-1719395357.jpg

ეს­პა­ნე­თი­დან სა­თა­მა­შოდ შვე­ი­ცა­რი­ის უმაღ­ლე­სი ლი­გის კლუბ FC Luzern გა­და­ვი­და, სა­დაც 2020 წლამ­დე დარ­ჩა, თუმ­ცა ერთი წლით ისევ ეს­პა­ნეთს და­უბ­რუნ­და და მე­ო­რე ლი­გის ეს­პა­ნურ კლუბ CD Tenerife გა­აგ­რძე­ლა თა­მა­ში. 2021 წლი­დან კა­კა­ბა­ძე ოჯახ­თან ერ­თად პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობს და კონ­ტრაქ­ტი 2027 წლამ­დე გა­უგ­რძე­ლეს.

ოთარ კა­კა­ბა­ძეს თბი­ლი­სის დი­ნა­მოს­თან ერ­თად მო­გე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ორი თასი (2015, 2016 წლებ­ში), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ორი სუ­პერ­თა­სი (2015, 2016 წლებ­ში) და ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი (2016 წელს). მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 600 000 ევ­როა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფასი - 1 მი­ლი­ო­ნი ევრო ოთარ კა­კა­ბა­ძე 2018 წლის 12 მარტს ღირ­და.

67318961-10215462919469265-2302008410872217600-n-48291-1719395369.jpg

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე, მშობ­ლი­ურ ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, კა­კა­ბა­ძეს­თან პო­ლო­ნურ­მა მე­დი­ამ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს.

"პირ­ველ მატჩს ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვე­ლო­დით, რად­გან მწვრთნე­ლის გარ­და, ევ­რო­ზე არ­ცერ­თს არ გვი­თა­მა­შია. მო­ლო­დი­ნი? ჩვენ გვინ­და, რომ ყვე­ლა მატჩში ვიბ­რძო­ლოთ და ჯგუ­ფი­დან გა­ვი­დეთ, აქ მხო­ლოდ 3 მატ­ჩის­თვის არ მოვ­სულ­ვართ. გუნდში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა გვყავს, ასე­ვე ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ბიჭი თა­მა­შობს ევ­რო­პის ტოპ კლუ­ბებ­ში. ჩვენ გვაქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი ვი­თა­მა­შოთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ან მო­მა­ვალ ევ­რო­ზე.“ იხილეთ სრულად