სანამ ძველი ფორტეპიანოს გაყიდით ან გააჩუქებთ ამ ფოტოებს გადახედეთ - კრეატიული იდეები
სოციალურ ქსელში ბევრჯერ გინახავთ ალბათ, ძველი ფორტეპიანოს გაყიდვას ან გაჩუქებას რომ ცდილობენ მეპატრონეები, ან შეიძლება, თავად გაქვთ სახლში ძველი ფორტეპიანო, რომელზეც აღარავინ უკრავს, მწყობრიდანაც გამოვიდა და გადასაგდებად გენანებათ. თანაც, ფორტეპიანოს გადაადგილება და სხვა ადგილას გადატანაც დიდი პრობლემაა ხოლმე, ან უბრალოდ სენტიმენტები აქვთ მეპატრონეებს და უჭირთ მოცილება, არადა, დიდ ადგილს იკავებს და უქმადაა - მასზე არ ან ვერ უკრავენ, იმდენად ძველია. ჰოდა, ასეთ დროს გამოგადგებათ გამოცდილი ადამიანების იდეები, რომლებმაც გამოყენება მოუძებნეს ინსტრუმენტს და ახალი ცხოვრებაც შესძინეს.