იცით, რატომ არის მეტროსადგურებში სპეციფიკური სუნი და საშიშია თუ არა ის ჯანმრთელობისათვის? | Allnews.Ge

იცით, რატომ არის მეტროსადგურებში სპეციფიკური სუნი და საშიშია თუ არა ის ჯანმრთელობისათვის?

არსებობს სუნები, რომლებიც გარკვეულ ასოციაციას გვიქმნის და რაღაც მოვლენებთან თუ ადგილებთან გვაკავშირებს. ერთ-ერთი ასეთი ნაცნობი „არომატია“ სუნი, რომელიც მეტროსადგურში გვხვდება. შეუძლებელია, ის რამეში აგვერიოს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს სუნი ძალიანაც მოსწონთ, მაგრამ მაინც – რისი სუნი აქვთ ჩვენს მეტროსადგურებს?

თანამედროვე სამყაროში არსებობს ლიანდაგების დაგების რამდენიმე ტექნოლოგია. მიუხედავად ინოვაციებისა, ბევრ ქვეყანაში დღემდე ე.წ. შპალებს იყენებენ. ლიანდაგის ეს ელემენტი შეიძლება იყოს ბეტონის ან პოლიმერული, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ხის შპალებია.

ancient-subway-underground-wallpaper-high-resolution-1718777418.jpg

ცნობილია, რომ ხეს ორი ძირითადი მტერი ჰყავს – სინესტე და ბიოლოგიური ფაქტორები, კონკრეტულად კი, სოკოები, ბაქტერიები და მწერები. მიწისქვეშა გვირაბებში საკმაო ნესტია, ამიტომ ხის ნაკეთობების გამოყენების ვადა ძალიან მცირეა. დაცვის მიზნით, ხის შპალებს სპეციალური ქიმიური ხსნარით ჟღენთენ.

ეს უფერული ან მოყვითალო ზეთოვანი სითხე ცხელი და ტოქსიკურია. კრეოზოტი, თითქმის, არ იხსნება წყალში და აქვს ძალიან მკვეთრი სუნი. მას ამზადებენ ქვანახშირის ან ხის პიროლიზისგან, დისტილაციის პროცესის გამოყენებით. პირველად ხსნარი 1830 წელს მიიღო გერმანელმა ქიმიკოსმა კარლ ფონ რაიხენბახმა.

უკვე ას წელზე მეტია, კრეოზოტს იყენებენ ხის შპალების გასაჟღენთად. ნაწილები ამ სითხით, ქარხანაში, წარმოების პროცესში მუშავდება. ნივთიერებას აქვს უნარი, შეინარჩუნოს ძლიერი სუნი დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც ათეულობით მეტრში იგრძნობა.

პერიოდულად, გაცვეთილი შპალების ახლით ჩანაცვლების გამო, არსებული სუნი არასდროს ქრება. მგზავრებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის ეს სუნი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ საფრთხილოა საამქროს მუშებისთვის, სადაც ეს სითხე მზადდება ან შპალების გაჟღენთვა მიმდინარეობს. ამ ტოქსიკური ხსნარის კანზე მოხვედრა იწვევს დამწვრობას და ონკოლოგიურ დაავადებებს. საფრთხეს წარმოადგენს, ასევე, კრეოზოტის ანაორთქლიც.

წყარო