ნიშნობა და დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის? - ტრადიციები, რომლებმაც სახე შეიცვალა | Allnews.Ge

ნიშნობა და დაწინდვა - როგორ ემზადებოდნენ ჩვენი წინაპრები ქორწილისთვის? - ტრადიციები, რომლებმაც სახე შეიცვალა

ძვე­ლად, სა­ნამ წყვი­ლი ჯვარს და­ი­წერ­და, ისი­ნი ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ნიშ­ნო­ბა დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით არ ტარ­დე­ბო­და. ნიშ­ნო­ბა, იგი­ვე და­წინ­დვა ეკ­ლე­სი­ა­ში სრულ­დე­ბო­და, წყვი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას იღებ­და, ბეჭ­დებს გაც­ვლი­და და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. დღეს ეს ტრა­დი­ცია ოჯა­ხურ­მა ნიშ­ნო­ბამ შეც­ვა­ლა, ხში­რად კი ნიშ­ნო­ბა სუ­ლაც არ ხდე­ბა და ბევ­რი წყვი­ლი პირ­და­პირ ქორ­წინ­დე­ბა. და­წინ­დვა­ზე უფრო ვრცლად ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი საუბრობს:

-ეკ­ლე­სი­ა­ში ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას წინ გარ­კვე­უ­ლი შე­სა­ვა­ლი უძღვის, მა­გა­ლი­თად როცა ადა­მი­ა­ნი ინათ­ლე­ბა, მან კა­ტე­ხი­ზა­ცია უნდა გა­ი­ა­როს, თუ ადა­მი­ანს ზი­ა­რე­ბა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვას აღ­სა­რე­ბა, ანუ გარ­კვე­უ­ლი შემ­ზა­დე­ბა სა­ჭი­როა, ასე­ვე, როცა ქრის­ტი­ა­ნი ჯვრის და­წე­რას აპი­რებს, მან უნდა აღას­რუ­ლოს და­წინ­დვა, როცა სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­წინ­დვას ჯვრის­წე­რის მსურ­ვე­ლებ­ზე აღას­რუ­ლებს.

1711re01-1643268530-1645254072-1718690082.jpg

-რას ნიშ­ნავს და­წინ­დვა?

-თა­ნა­მედ­რო­ვე ენა­ზე და­წინ­დვას და­ნიშ­ვნა ჰქვია, ეს არის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა იმ წყვილ­ზე, ვი­საც სურს, რომ თა­ვი­სი ბედი იმ ადა­მი­ანს და­უ­კავ­ში­როს, ვის­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აპი­რებს ყოფ­ნას. რად­გა­ნაც ჯვრის­წე­რა და შე­უღ­ლე­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ეკ­ლე­სი­ამ გა­ნა­ჩი­ნა, რომ სა­ნამ ადა­მი­ა­ნე­ბი იქორ­წი­ნე­ბენ, მა­ნამ­დე სა­ჭი­როა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, წყვი­ლი ლოც­ვა-კურ­თხე­ვას მღვდლის­გან იღებს, ანუ და­ი­წინ­დე­ბი­ან, ბეჭ­დებს გაც­ვლი­ან და ეს ნიშ­ნავს არა ცოლ-ქმარს, არა­მედ იმას, რომ ისი­ნი არი­ან სა­სი­ძო და სარ­ძლო. დღეს ეს ინ­სტი­ტუ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მე­ბუ­ლია. დღეს და­წინ­დვაც და ჯვრის­წე­რაც ერ­თად ტარ­დე­ბა. ადრე კი ჯერ და­წინ­დვა ხდე­ბო­და, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მა­გა­ლი­თად 6 ან რამ­დე­ნი­მე თვის მერე, თუ წყვი­ლი გა­და­წყვეტ­და, რომ ერ­თმა­ნეთ­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­ეძ­ლოთ, ისი­ნი ჯვარ­საც იწერ­დნენ.

სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი დღე­საც აღ­დგეს. ბევ­რი წყვი­ლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად წყვეტს ჯვრის­წე­რას, რამ­დე­ნი­მე წლის მერე კი უც­ბათ შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი უც­ბა­თვე ინ­გრე­ვა, ეს კი ძა­ლი­ან ცუ­დია. და­წინ­დვა ცოლ-ქმრო­ბას არ ნიშ­ნავს, ამ დროს ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა იკ­რძა­ლე­ბა.

-დღეს ნიშ­ნო­ბა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ტარ­დე­ბა, როცა გო­გოს სახ­ლში ნიშ­ნავს სი­ძის ოჯა­ხი...

-დიახ, თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ნიშ­ნო­ბა არის ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის მი­ტა­ნა გო­გო­ნას ოჯახ­ში და გარ­კვე­უ­ლი სუფ­რა, ბუ­ნებ­რი­ვია აქ გაც­ნო­ბა ვერ მოხ­დე­ბა, ამი­ტომ ეკ­ლე­სია ამას გუ­ლის­ხმობს, რომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წინ­დვის მერე ჯვრის­წე­რამ­დე სა­სი­ძო და სარ­ძლო ერ­თმა­ნეთს უკეთ იც­ნობ­და.

-რას ნიშ­ნავს მეჯ­ვა­რე?

-ძვე­ლად მეჯ­ვა­რე­ებს ერ­ქვათ ძმა­დი და დადი, ანუ შენი ძმა და და. მეჯ­ვა­რე­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი არ არი­ან, ისი­ნი უბ­რა­ლოდ მოწ­მე­ე­ბი არი­ან. ჩვენ­თან მეჯ­ვა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად დიდი პა­ტი­ვია, რომ მეჯ­ვა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე არ ქორ­წინ­დე­ბი­ან, მაგ­რამ თუ ისი­ნი და­ქორ­წინ­დე­ბი­ან, ეს ცოდ­ვა არ არის. თუმ­ცა, თუ მეჯ­ვა­რე­ე­ბი უკვე ბავ­შვის ნათ­ლი­ე­ბიც ხდე­ბი­ან და მი­რო­ნით ნა­თე­სავ­დე­ბი­ან, აქ უკვე მათი და­ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეკ­ლე­სია მეჯ­ვა­რე­ე­ბის ქორ­წი­ნე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში კრძა­ლავს, თუ ისი­ნი ბავ­შვსაც ნათ­ლა­ვენ.

-მეჯ­ვა­რე­ე­ბად მე­გობ­რებს არ­ჩე­ვენ ხოლ­მე, თუ შე­იძ­ლე­ბა მეჯ­ვა­რე იყოს და, დედა ან რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბე­ლი?

-მეჯ­ვა­რედ ყოფ­ნა ყვე­ლას შე­უძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის მეჯ­ვა­რე იყოს დედა, და, ან ნა­თე­სა­ვი. თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კა­ში გავ­რცელ­და, რომ გო­გოს ბიჭი ჰყავს მეჯ­ვა­რედ, ბიჭს კი გოგო, რა თქმა უნდა, ეკ­ლე­სია ამას არ კრძა­ლავს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, რომ გო­გო­ნას მეჯ­ვა­რე იყოს ქალი, ბი­ჭის კი კაცი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

myquiz