5 რამ, რაც გამდიდრებაში ხელს გვიშლის
გამდიდრება აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. ამერიკელი ჟურნალისტი, ნაპოლეინ ჰილი 20 წლის მანძილზე 500-ზე მეტ გამდიდრებულ მილიონერს აკვირდებოდა, რის შედეგადაც მან სიმდიდრის შექმნის საიდუმლო შეისწვლა. გარდა ამისა, ჰილმა ის ფაქტორებიც აღმოაჩინა, რომელიც კარიერულ წინსვლაში და გამდიდრებაში ხელს გვიშლის. ესენია:
1. კარგად განსაზღვრული მიზნის არქონა
თუ თქვენ ცდილობთ სიმდიდრის შექმნას, დაიწყეთ მიზნების განსაზღვრა, შემდეგ შექმენით ფინანსური გეგმა და განსაზღვრეთ ზუსტად თუ რაში გსურთ შემდეგ გამომუშავებული თანხის დახარჯვა. "ადამიანი არ იქნება წარმატებული, თუ მას არ აქვს ცხოვრების მთავარი და კარგად განსაზღვრული მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის" - ამბობს ნაპოლეონ ჰილი.
2. ამბიციების ნაკლებობა
სიმდიდრე მარტივად არ იქმნება. ამისათვის უნდა იმუშაოთ მოთმინებით და გამუდმებით. კარგი დასაწყისი იქნება, თუ ფულის ინვესტირებას დაიწყებთ. " ადამიანი არაფერს უნდა ელოდოს მაშინ თუ იგი ინდიფერენტულად არის განწყობილი, არ სურს ცხოვრებაში წინსვლა და წარმატების მიღწევის სანაცვლოდ საფასურის გადახდა" - გვირჩევს ამერიკელი ჟურნალისტი.
3. განათლების არასათანადოდ გამოყენება
ცოდნა მხოლოდ პოტენციური ძალაუფლებაა და ის არ გამოგადგებათ სიმდიდრის დაგროვებაში მანამ, ვიდრე მას არ გამოიყენებთ ცხოვრებაში. არ დაკმაყოფილდეთ თქვენი განათლების ხარისხით, პრიორიტეტად გაიხადეთ ისწავლოთ გამუდმებით ახალი და საკუთარი თავი გამოწვევების წინაშე დააყენოთ. სწორედ ამიტომაც დღეს უამრავი წარმატებული და მდიდარი ადამიანი მუდმივი მკითხველია.
4. თვითდისციპლინის ნაკლებობა
"მანამ ვიდრე შეგეძლებათ გარემოებების კონტროლი, უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი.თუ არ დაამარცხებ საკუთარ თავს, საკუთარი თავი დაგამარცხებს" - გვირჩევს ნაპოლეონ ჰილი.
5. საკუთარი სხეულისთვის ნაკლები ზრუნვა
"ვერცერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გასაოცარ წარმატებას კარგი ჯანმრთელობის გარეშე", - ამბობს ჰილი. ამიტომაც არის, რომ უამრავი მილიონერი დიდ დროს სწორედ გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს უთმობს. თუ კარგად არ გაწვრთნით საკუთარ სხეულს, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.