Euro2024 ხურდება: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი - ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონატის ისტორიაში მოქმედი ჩემპიონების კარში და დამწუხრებული მოდრიჩი | Allnews.Ge

Euro2024 ხურდება: საინტერესო და უხვგოლიანი დასაწყისი - ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონატის ისტორიაში მოქმედი ჩემპიონების კარში და დამწუხრებული მოდრიჩი

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ნელ-ნელა ხურ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტუ­რის მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თა 2 ჯგუფ­ში. თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ხი­ლეთ, ნამ­დვი­ლად და­ძა­ბულ, სა­ინ­ტე­რე­სო, უხვგო­ლი­ან ჩემ­პი­ო­ნატს გვპირ­დე­ბა.

ევრო 2024. A ჯგუ­ფი

გერ­მა­ნია- შოტ­ლან­დია 5:1

14 ივ­ნისს, გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ­მა თა­მაშ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სტარ­ტი გა­ა­ლა­მა­ზა. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს იუ­ლი­ან ნა­გელსმა­ნის გუნ­დი, მაგ­რამ პირ­ველ­მა თა­მაშ­მა სკეპ­ტი­კო­სებს, წე­სით, არ­გუ­მენ­ტე­ბი მო­უს­პო. მას­პინ­ძე­ლი ნაკ­რე­ბი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე ტურ­ნი­რის და­წყე­ბამ­დე ჩან­და - რო­გორც იტყვი­ან, ცა და დე­და­მი­წა.

448322384-1007336004092128-4313950953123739283-n-32934-1718524020.jpg

ბუნ­დეს­გუნ­დმა ნამ­დვი­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­ატ­რი­ა­ლა პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან და "მა­მა­ცი გუ­ლე­ბის­გან" არა­ფე­რი და­ტო­ვა. უსას­ტი­კეს მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბი მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე გა­დას­ვლას ვერ ახერ­ხებ­და (სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­თაც რომ იყო, მა­ში­ნაც) და ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მათი გა­სა­ტა­ნიც გერ­მა­ნე­ლებ­მა (ან­ტო­ნიო რი­უ­დი­გე­რი) გა­ი­ტა­ნეს.

მა­ღა­ლი ტემ­პი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ამ მე­ტო­ქეს შეს­თა­ვა­ზა, დრო­დად­რო იც­ვლე­ბო­და ბურ­თის გო­რე­ბით და პო­ზი­ცი­უ­რი შე­ტე­ვე­ბით, რი­თაც მას­პინ­ძლე­ბი ძა­ლებს ზო­გავ­დნენ, თო­რემ ასე­თი პრე­სინ­გით თა­მა­ში 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

თა­მაშ­მა აჩ­ვე­ნა ისიც, რომ გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის სა­თა­და­რი­გო სკა­მიც არ ჩა­მორ­ჩე­ბა ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბას. ბო­ლოს და ბო­ლოს, გოლი იმ ფეხ­ბურ­თელ­მაც (ემრე ჯანი) კი გა­ი­ტა­ნა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შემ­თხვე­ვით რომ მოხ­ვდა...

გო­ლე­ბი: 1:0 ვირტცი (10. კი­მი­ხის პა­სით), 2:0 მუ­სი­ა­ლა (19. ჰა­ვერტცის პა­სით), 3:0 ჰა­ვერტცი (45+1-პენ), 4:0 ფი­ულკ­რუ­გი (68), 4:1 რი­უ­დი­გე­რი (87-საკ. კარ­ში), 5:1 ემრე ჯანი (90+3. მი­უ­ლე­რის პა­სით)

eu-ger-sco-mus-1718402955-32957-1718524094.jpeg

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (უეფა-ს ვერ­სია): ჯა­მალ მუ­სი­ა­ლა

უნ­გრე­თი - შვე­ი­ცა­რია 1:3

ამ ჯგუ­ფის მე­ო­რე მატ­ჩი 15 ივ­ნისს გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც შვე­ი­ცა­რი­ის ნაკ­რებ­მა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტთან, დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა მერ­ვე­დფი­ნა­ლის­კენ და აჩ­ვე­ნა, რომ ფა­ვო­რი­ტე­ბის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­სა­ტე­ხი იქ­ნე­ბა. მუ­რატ ია­კი­ნის გუნდს პირ­ველ ტა­იმ­ში ულა­პა­რა­კო უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და, მა­შინ, როცა უნ­გრე­ლებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­დათ...

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლებ­მა მო­უ­მა­ტეს ტემპს, გვა­რი­ა­ნად შე­ა­წუ­ხეს მე­ტო­ქე და სხვა­ო­ბაც შე­ამ­ცი­რეს, თუმ­ცა, საკ­მა­რი­სი იყო წინ წა­სუ­ლებს ზურ­გი მო­ე­შიშ­ვლე­ბი­ნათ, რომ მყის­ვე და­ი­სა­ჯნენ - შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა ბრილ ემ­ბო­ლომ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა მცვე­ლის შეც­დო­მა და მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ გა­სულ­მა სა­ბო­ლოო "გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა". იხილეთ სრულად