იცოდით, საიდან გაჩნდა სიტყვა „იდიოტი“ და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას სინამდვილეში? | Allnews.Ge

იცოდით, საიდან გაჩნდა სიტყვა „იდიოტი“ და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას სინამდვილეში?

ჩვენს დროში სიტყვა „იდიოტს“ მხოლოდ ორი განმარტება აქვს. ეს ან ჭკუასუსტი ან უცოდინარი, სულელი ადამიანია. თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ძველი ბერძნები ამ ტერმინში სულ სხვა აზრს დებდნენ. მას არ ჰქონდა კავშირი არც სამედიცინო დიაგნოზთან და არც უცოდინრობასთან. „იდიოტი“ აღნიშნავდა ადამიანის დამოკიდებულებას საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ.

და მაინც, ვის უწოდებდნენ „იდიოტებს“ და როგორ დაკარგა ამ სიტყვამ პირვანდელი შინაარსი?

ძველ საბერძნეთში არსებობდა ტერმინი „იდიოტესი“ (idiōtēs). ის ნიშნავდა „კერძო პირს“, „იზოლირებულ ადამიანს“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იდიოტი გახლდათ პერსონა, რომელიც იზოლირებულად ცხოვრობს და არ იღებდა მონაწილეობას არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში.

qsjqbvz-suyc6gjenhvtnigkvyrq7nhiif2xr8utpbw-1718437066.webp

ისტორიაში პირველმა დემოკრატიამ ბერძნებს საშუალება მისცა, თავიანთი მოსაზრება აგორაზე გამოეცხადებინათ, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და ღიად დაეჭირათ მხარი ან გაეწიათ წინააღმდეგობა ამა თუ იმ პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებრივი მოვლენებისთვის. მიუხედავად ამისა, მსგავს უფლებებს ყველა მოქალაქე არ აფასებდა. იყვნენ ისინიც, ვინც აიგნორირებდა საზოგადო შეკრებას, არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში და საერთოდ, ერიდებოდა ნებისმიერ საზოგადო-პოლიტიკურ პროცესში ჩართვას.

მათ, ვისაც აქტიური სამოქალაქო პოზიციას გააჩნდათ „პოლიცესს“ უწოდებდნენ, ხოლო მათ, ვისაც არ აინტერესებდათ პოლიტიკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „იდიოტესის“ სახელით იცნობდნენ. ეს არ იყო ამორალური ან ცუდი, უბრალოდ, ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება არ იმსახურებდა კეთილგანწყობას. უნდა ითქვას, რომ ძველ დროში იდიოტებს შორის იყვნენ პატივსაცემი პერსონებიც, მაგალითად, ფილოსოფოსი დიოგენე.

მოგვიანებით, სიტყვა „იდიოტს“ უწოდებდნენ ჭკუასუსტ, უცოდინარ ადამიანებს. საუკუნეების შემდეგ ამ სიტყვის გამოყენება რომშიც დაიწყეს. როდესაც ვინმეზე ამბობდნენ idiota-ს, ეს უცოდინარის, უსწავლელის ტოლფასი იყო.

წყარო

myquiz