24 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ევრო 2024-ზე უნდა დავაკვირდეთ - ვინ მოხვდა BBC-ის სიაში ქართველებიდან? | Allnews.Ge

24 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ევრო 2024-ზე უნდა დავაკვირდეთ - ვინ მოხვდა BBC-ის სიაში ქართველებიდან?

BBC-ის სპორ­ტის რუბ­რი­კა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რო­მელ­შიც 24 ისე­თი ახა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი, რო­მელ­თაც ევრო 2024-ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ. აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში ქარ­თვე­ლი მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მე-6 ად­გილს იკა­ვებს.

BBC-ის სტა­ტი­ის შე­სა­ვალ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“20 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც უეინ რუ­ნიმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ევრო 2004-ზე ას­პა­რე­ზო­ბის წყა­ლო­ბით თავი გლო­ბა­ლურ ტა­ლან­ტად და­იმ­კვიდ­რა, მაგ­რამ ვინ იქ­ნე­ბი­ან ამ ზა­ფხუ­ლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი?

622 მო­თა­მა­ში­დან, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გა­მოჩ­ნდნენ, ბევ­რი მათ­გა­ნი სრუ­ლი­ად უც­ნო­ბად ვერ მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ არის თუ არა მათ შო­რის მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო კლა­სის მო­თა­მა­შე­ე­ბი BBC Sport-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო და რა­დიო ევრო 2024-ის კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი პრე­მი­ერ ლი­გი­სა და შოტ­ლან­დი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­რეთ ასა­ხე­ლე­ბენ 24 მო­თა­მა­შეს, რომ­ლებ­საც ღირს, ამ ზა­ფხულს გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­დევ­ნოთ თვა­ლი”.

სიის თა­ნახ­მად, პირ­ველ ად­გილს ხორ­ვა­ტი­ე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი, მარ­ტინ ბა­ტუ­რი­ნა იკა­ვებს, მე­ო­რე ად­გილ­ზე ფრან­გი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ვო­რენ ზაირ-ემე­რი გა­ვი­და,

ხოლო მე­სა­მე ად­გი­ლი სლო­ვე­ნი­ელ თავ­დამ­სხმელ ბენ­ჯა­მინ სეს­კოს ერგო.

ქარ­თვე­ლი 23 წლის გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კლუბ “ვა­ლენ­სი­ას” ღირ­სე­ბას იცავს, მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. სტა­ტი­ა­ში მა­მარ­დაშ­ვილ­ზე სტივ ვილ­სო­ნის სი­ტყვებს ვკი­თხუ­ლობთ:

“ბევ­რის აზ­რით, ის ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა მე­კა­რეა. მა­მარ­დაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის უპირ­ვე­ლე­სი არ­ჩე­ვა­ნი გახ­და, ითა­მა­შა ბოლო 13 სა­ერ­თა­შო­რი­სო ოფი­ცი­ა­ლურ მატჩში, და “ვა­ლენ­სი­ას­თვის” სარ­ფი­ა­ნი გა­რი­გე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც 2022 წელს თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს” მა­მარ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ძე­ნად 1 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე ნაკ­ლე­ბი გა­და­უ­ხა­და - ამ­ჟა­მად ის, მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა, 50-ჯერ მე­ტიც ღირ­დეს”.

mamardashvili-49998-57006-1718341049.jpg

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2023 წელს მა­მარ­დაშ­ვი­ლი თით­ქმის მი­უნ­ხე­ნის “ბა­ი­ერნ­ში” გა­და­ვი­და, სა­ნამ ბოლო წუ­თის დაბ­რკო­ლე­ბა არ შე­იქ­მნა, რაც, რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, მა­მა­მი­სის მი­ზე­ზით მოხ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ BBC-ის 24 ფეხ­ბურ­თე­ლის სი­ა­ში გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი მე­კა­რეა.

იხი­ლეთ სრუ­ლი სია:

1. მარ­ტინ ბა­ტუ­რი­ნა (ხორ­ვა­ტია)

ასა­კი: 21 პო­ზი­ცია: ნა­ხე­ვარ­დაც­ვა კლუ­ბი: ზაგ­რე­ბის დი­ნა­მო

2. უო­რენ ზაირ-ემე­რი (საფ­რან­გე­თი)

3. ბენ­ჯა­მინ სეს­კო (სლო­ვე­ნია)

ასა­კი: 21 პო­ზი­ცია: თავ­დამ­სხმე­ლი კლუ­ბი: RB Laipzig

4. ბრა­ი­ან ბრო­ბი (ნი­დერ­ლან­დე­ბი)

ასა­კი: 22 პო­ზი­ცია: თავ­დამ­სხმე­ლი კლუ­ბი: აიაქ­სი

5. ფლო­რი­ან ვირ­ცი (გერ­მა­ნია)

ასა­კი: 21 პო­ზი­ცია: ნა­ხე­ვარ­დაც­ვა კლუ­ბი: ბა­ი­ერ ლე­ვერ­კუ­ზე­ნი

6. გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო)

ასა­კი: 23 პო­ზი­ცია: მე­კა­რე კლუ­ბი: ვა­ლენ­სია

7. იო­ჰან ბა­კა­ი­ო­კო (ბელ­გია)

ასა­კი: 21 თა­ნამ­დე­ბო­ბა: მე­მარ­ჯვე­ნე კლუ­ბი: PSV Eindhoven

იხილეთ სრულად