იცოდით, რატომ აქვთ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი სინამდვილეში? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აქვთ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი სინამდვილეში?

ალბათ ყველას გაგჩენიათ შეკითხვა, თუ რატომ გამოიყურება ღვინის სტანდარტული ბოთლი ლიმონათის ან მინერალური წყლის ბოთლებისგან განსხვავებულად და რატომ აქვს მას შიგნით შეზნექილი ძირი.

არ არის გასაკვირი, რომ ღვინის ბოთლის ძირის შეზნექვა საფრანგეთიდან მოდის. ამას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა.

wine-bottles-punt-1718084503.jpg

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ არსებობს რამდენიმე გავრცელებული “თეორია” იმის შესახებ, თუ რატომ არის ღვინის ბოთლის ძირი შიგნით შეზნექილი. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ღვინო უკეთ ჩამოისხას და ხელის წასავლებად შეზნექილი ფორმა რადგან მარტივია, შესაბამისად მარტივია ასევე აქედან ღვინის ჩამოსხმაც.

ზოგს ჰგონია, რომ ეს ერთგვარი ხრიკია, რათა შედარებით მცირე რაოდენობის ღვინო “გაბევრდეს” და მყიდველს ეგონოს, რომ იმაზე მეტი ღვინო შეიძინა, ვიდრე ამას რეალურად ჰქონდა ადგილი. მაგრამ ყველა მსგავსი “თეორია” მოკლებულია სიმართლის ყოველგვარ ნიშანწყალს და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდებს წარმოადგენს.

ტრანსპორტირების გაადვილება

როგორც ვიცით, მუშკეტერები გვერდიდან არ იშორებდნენ ბურგუნდიულ ღვინოს, ხოლო მოგვიანებით ე.წ. ნაღები საზოგადოება უპირატესობას შამპანურს ანიჭებდა. ყველა ადგილი თავისი ღვინით იყო ცნობილი. ფრანგული ღვინო მთელი ევროპის მასშტაბით იგზავნებოდა, შემდეგ კი, ოკეანის მიღმაც. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აუცილებლობა, რომ მომხმარებლამდე ღვინო უვნებელი ჩაეტანათ.

ტრანსპორტირების საშუალება ძირითად შემთხვევაში იყო ურემი და მსგავსი ტრანსპორტი, ხოლო გზები იმ დროს საშინელი გახლდათ. იმისთვის, რომ ასობით და ათასობით ღვინის ბოთლი უვნებლად მიეტანათ, მათი მჭიდროდ დაფიქსირება იყო საჭირო. ღვინის ბოთლის საცობი ზემოთ მდებარე ბოთლის შეზნექილ ძირში ჯდებოდა და მიზანიც მიღწეული იყო.

wine-bottoms-1718084555.jpg

ნალექის დაფარვის მიზნით

ღვინის მწარმოებლები მაშინ არ ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ღვინის შექმნის პროცესი ბუნებრივი გზით მიმდინარეობდა, შედეგად კი, ნალექიც ჩნდებოდა. ეს ესთეტიკურ შთაბეჭდილებას აფუჭებდა და ნალექის დალევა, ცხადია, არავის სურდა. შეზნექილი ფსკერი ამ პრობლემას კარგად უმკლავდებოდა. ნალექი ბოთლის ძირის შეზნექილი ადგილის გვერდებში ჩადიოდა და ზედა ნაწილში არ ხვდებოდა.

შამპანურმა რომ არ გაისროლოს

შამპანურის ბოთლის გახსნის მცოდნე ცოტა თუ შეგვხვდება. თითქმის, ყველას „უფეთქდება“ – საცობი სხვაგან მიფრინავს, ხოლო სასმელი ქაფდება და იღვრება. ყველაფერი ეს ნახშირორჟანგის გამო ხდება, რომელიც ბოთლში გროვდება და წნევას ქმნის. აი, აქ კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადია ბოთლი, რასაც ფსკერის შეზნექილობა უზრუნველყოფს.