იცით, რატომ არ შეიძლება შხაპის მიღება და ჭურჭლის რეცხვა ჭექა–ქუხილის დროს? | Allnews.Ge

იცით, რატომ არ შეიძლება შხაპის მიღება და ჭურჭლის რეცხვა ჭექა–ქუხილის დროს?

იცით თუ არა უსაფრთხოების ზომები ჭექა–ქუხილის დროს?

ჩამოვთვლით, რა საფრთხეები გველოდება სახლში ჭექა–ქუხილის დროს.

სახლი ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია, სადაც თავი შეგიძლიათ შეაფაროთ ჭექა–ქუხილის დროს, მაგრამ აქაც აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება. აშშ–ს ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სია, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ გარეთ ჭექა–ქუხილი ან ელვა არის:

  • ხელის დაბანა ან ჭურჭლის რეცხვა;
  • შხაპის ან აბაზანის მიღება;
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანის და სარეცხი მანქანის გამოყენება;
  • ტელეფონზე დარეკვა;
  • სხვა ტექნიკა მინიმალურად გამოიყენეთ;

ყველა ზემოთაღნიშნულს აქვს რაღაც საერთო: ყველა მათგანი წყალს და ელექტროენერგიას უკავშირდება.

„თუ სახლს ელვა დაარტყამს, სადენების ან წყალგაყვანილობის გავლით გაივლის. ასე რომ, ყველაფერი, რაც როზეტებს ან მილების სისტემას უკავშირდება, დამუხტული აღმოჩნდება. სახლში ნებისმიერი ტექნიკა დაუცველია ელვის დარტყმისგან“ – განმარტავს ჯონ იენსენიუსი, ეროვნული ამინდის სამსახურის უსაფრთხოების სპეციალისტი.

სამწუხარო შედეგებისთვის აუცილებელი არაა, ელვამ შენობას პირდაპირ დაარტყას. ელვა შეიძლება მოხვდეს მისგან რამდენიმე მეტრში ადგილს, სადაც კომუნიკაციები გადის.

05-28-2024-protecting-your-home-from-lightning-blog-feature-1717566138.webp

თუ ქუხილი გესმით, ეს ნიშნავს, რომ ელვა ახლოს არის. ეს სიგნალი უნდა იყოს, რომ სანტექნიკას და ელექტროენერგიას მაქსიმალურად მოშორდეთ. იხილეთ სრულად

myquiz