იცოდით, რატომ არ ჰყავთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს შვილები? - უცნაური ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ევროპაში გაჩნდა | Allnews.Ge

იცოდით, რატომ არ ჰყავთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს შვილები? - უცნაური ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ევროპაში გაჩნდა

ეს ინფორმაცია ახალი არ არის. მაგრამ იმაზე, თუ რატომ აქვს ადგილი მსგავს კანონზომიერებას, ცოტა დაფიქრებულა.

საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში, ლიდერების შვილების არ არსებობის ფაქტი არც ისე იშვიათია და უკვე საკმაოდ გავრცელებულია.

2024053012571873439-1717149605.jpg

აქ ევროპის ის ლიდერები არიან წარმოდგენილნი, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ და დასავლეთის მოძრაობის პოლიტიკურ ვექტორს განსაზღვრავენ:

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთის პრეზიდენტი

ანგელა მერკელი – გერმანიის ყოფილი კანცლერი.

ოლაფ შოლცი – გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი.

მარკ რიუტე – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.

კლაუს იოჰანისი – რუმინეთის პრეზიდენტი.

ჟან–კლოდ იუნკერი – ევროკომისიის პრეზიდენტი.

სტეფან ლევენი – შვედეთის პრემიერ მინისტრი.

მაია სანდუ – მოლდოვის პრეზიდენტი (მას გავლენა არა აქვს ევროპის პოლიტიკაზე, თუმა წარმოადგენს ქვეყნის დასავლური ვექტორის ლიდერს).

იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არ არიან, აღსანიშნავები არიან:

ტერეზა მეი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი

დალია გრიბაუსკაიტე – ლიეტუვას პრეზიდენტი.

რატომ ხდება ეს?

მსგავს დამთხვევას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

ოჯახი და კარიერა

როგორც წესი საკმაოდ რთულია პირადი ცხოვრება და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსო. ადამიანები, რომლებიც პოლიკიტაში არიან საკმაოდცოტა დრო რჩებათ პირად ცხოვრებაზე ფიქრისთვის. არჩევნებში მონაწილეობა, მუდმივი შეხვედრები, დებატები და დაძაბულობა- საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის და ლიდერები შვილების ყოლას თავს არიდებენ, განსაკუთრებით კი ქალები.

960x0-1717151284.webp

ევროპა და შობადობა

სამწუხაროდ, დღეს ევროპის კონტინენტზე შობადობის კლება შეინიშნება. თუ გასულ საუკუნეში ოჯახში საშუალოდ 3-4-5 და მეტი შვილი ჰყავდათ, დღეს ევროპის ოჯახების უმეტესობას 1 ან მაქსიმუმ 2 შვილი ჰყავს. ასევე საკმაოდ ბევრია ოჯახები, რომლებიც ამჯობინებენ შვილები საერთოდ არ ჰყავდეთ.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მოქალაქე იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც უკვე ასრულებელ რეპროდუქციულ ასაკს, 20%-ს აღემატება. გამოდის, რომ ამ ქვეყებში ზრდასრულ ყოველ მე-5 ქალს შვილები არ ჰყავს.

20160210-kreyenfeld-childlessness-figure-1717151480.png

გრაფიკა: მოსახლეობის პროცენტული წილი ევროპაში, რომელსაც შთამომავლობა არ ჰყავს

შთამომავლობა

კიდევ ერთი გავრცელებული აზრია, რომ ზოგადად, არჩევნების დროს მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც შთამომავლობა არ ჰყავთ, რადგან ისინი არ ეცდებიან თაღლითურად და კორუფციული გარიგებებით მეტი შემოსავალი მიიღონ და ამ გზით შთამომავლობას უზურნველი მომავალი შეუქმნან. მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსებიც კი, ფიქრობენ, თუ რა პირობებში იცხოვრებენ მათი შთამომავლობა.

ის პოლიტიკოსი კი, რომელსაც შვილები არ ჰყავს უფრო კონცენტრირებული იქნება ქვეყნის მომავალსა და საერთო კეთილდღეობაზე.

myquiz