იცოდით, რა აკავშირებს იულიუს კეისარს საკეისრო კვეთასთან? - ვინ იყო პირველი ადამიანი ისტორიაში, ვისაც წარმატებული საკეისრო კვეთა ჩაუტარდა?
ყველასთვის ცნობილაი, რომ საკეისრო კვეთა ქირურგიული ჩარევაა, რომლის დროსაც ნაყოფს საშვილოსნოდან ოპერაციული გზით — საშვილოსნოს წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოაძევებენ.
თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მიიღო მან ეს სახელი და რა კავშირშია ის იულიუს კეისართან
თავდაპირველად ამ ოპერაციას მხოლოდ გარდაცვლილ ქალებს უკეთებდნენ, რომლის მიზანიც გარდაცვლილი ქალის სხეულიდან ბავშვის ამოყვანა და გადარჩენა იყო. მის შესახებ ბერძნულ მითებში, აგრეთვე ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტისა და რომის იმპერიის ისტორიულ დოკუმენტებშია მოხსენიებული.
პირველი საკეისრო კვეთის შედეგად რომის იმპერატორი, გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა, ჩვ.წ.აღ-მდე 100 წლის 13 ივლისს.
როგორც ცნობილია კეისრის დედას, აურელია კოტას საკმაოდ მძიმე ორსულობა ჰქონდა. მედიკოსების ვარაუდით ბუნებრივი მშობიარობა საფრთხის შემცველი იყო არა მარტო ქალისთვის, არამედ ბავშის სიცოცხლისთვისაც.
ამიტომ გადაწყვიტეს, სამშობიარო პროცედურა ქირურგიული საშუალებით ჩაეტარებინათ, რაც წარმატებით დასრულდა. მოგვიანებით აღნიშნული სახის ოპერაციას "საკეისრო კვეთა" სწორედ გაიუს იულიუს კეისრის გამო უწოდეს.
აი რას წერს ამის შესახებ ისტორიკოსი:
”შემდეგ მოდის ერა მეფე ავგუსტისა, ეს კი იყო კეისარი, კეისარი ფრანგულად ნიშნავს “ის ამოჭრეს”. ავგუსტის დედას გაუჭრეს მუცელი და ამოიყვანეს ჩვილი და დაარქვეს კეისარი. ავგუსტი თავს იწონებდა სხვა მეფეების წინაშე, რადგან ის არ იყო ნაშობი ქალის საშოდან.“
თუმცა, წარმატებული პერაციის შემდეგ შუა საუკუნეებში ის მიივიწყეს. მხოლოდ 1521 წელს რუსომ (საფრანგეთი) დაასაბუთა ამ ოპერაციის გაკეთება ცოცხალ ქალზე. პირველი ნამდვილად ცნობილი ოპერაციები გაკეთებულია იტალიელი ექიმის – ქირურგის ქრისტიან ბაიონის მიერ 1540 წელს, და გერმანელი ქირურგის ტრაუტმანის მიერ 1610 წელს, მაგრამ საშვილოსნოზე ჭრილობის გაკერვის შემდეგ ქალები კვდებოდნენ სისხლდენისაგან და ინფექციებისაგან.