„ყუთში არსებული ჰაერის შეძენა 1000 დოლარად არის შესაძლებელი“ - მორიგი „სიგიჟე“ „ბალენსიაგასგან“
„ბალენსიაგას“, რომელმაც უახლესი კოლექცია თავის ოფიციალურ საიტზე ამ დღეებში დააანონსა, კიდევ ერთხელ მიენიჭა არაორდინალური ბრენდის წოდება. მის უახლეს პროდუქციას შორის შეგხვდებათ: ქალის ჩექმის ფორმის როდეოს ჩანთა, რომლის ფასიც უკვე ცნობილია და ის 2 600 დოლარი ეღირება.
2025 წლის გაზაფხულზე გაყიდვაში გამოდის ასევე ფეხსაცმლის შესანახი ყუთი, რომელზეც მომხმარებლები წერენ, რომ ყუთში არსებული ჰაერის შეძენა 1000 დოლარად არის შესაძლებელი.