სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან | Allnews.Ge

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

დღეს, 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებ­რძო­ლი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მე­რაბ კოს­ტა­ვა 85 წლის გახ­დე­ბო­და.

კოს­ტა­ვა 1939 წლის 26 მა­ისს თბი­ლის­ში, ოლღა დე­მუ­რი­ა­სა და ივა­ნე კოს­ტა­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბა­ბუა - ვლა­დი­მერ დე­მუ­რია, ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­ლდათ.

მე­რაბ კოს­ტა­ვას პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ბა­ბუ­ა­სა და მშობ­ლებ­თან ერ­თად, დიდი როლი ბი­ძამ, ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა და ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა გრი­გოლ კოს­ტა­ვამ (მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე) ითა­მა­შა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. მისი იდე­ე­ბი მე­რაბს არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ გმი­რად აყა­ლი­ბებ­და.

სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის ვაჟ­თა პირ­ველ სკო­ლა­ში. გა­მო­ირ­ჩე­ო­და ნი­ჭი­თა და სი­ბე­ჯი­თით, იმის გამო, რომ კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, IX კლა­სი­დან სწავ­ლა ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რძე­ლა. კარ­გად უკ­რავ­და, მღე­რო­და, ლექ­სებს წერ­და. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რად­გა­ნაც გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მას­ტან და რამ­დე­ნი­მე თა­ნა­ტოლ­თან ერ­თად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი პირ­ვე­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი, არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "გორ­გას­ლი­ა­ნი" და­ა­არ­სა.

kostava-52471-1716710696.jpg

1956 წლის დე­კემ­ბერ­ში კი რუს­თა­ვე­ლი­სა და მა­შინ­დე­ლი "პლე­ხა­ნო­ვის" გამ­ზი­რებ­ზე, იმ დრო­ის­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი გაჩ­ნდა: "ძირს პირ­სის­ხლი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტე­ბი, გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს!" ან­ტი­საბ­ჭო­თა პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია "გორ­გას­ლი­ა­ნის" წევ­რე­ბი და­ი­ჭი­რეს.

სკო­ლის მერ­ხი­დან ასე ელი­ტუ­რი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი (ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, ვოვა სი­ხა­რუ­ლი­ძე, თე­მურ ცერ­ცვა­ძე, თა­მაზ გუნ­ჯუა, გუ­რამ სხირტლა­ძე, ანა­ტო­ლი მი­ქა­ძე, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი) სა­პყრო­ბი­ლე­ში. ექ­ვსი თვის შემ­დეგ, რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნი, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

* * *

მან მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (სხვა­დას­ხვა წელს) მუ­შა­ობს მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლად რუს­თა­ვი­სა და თბი­ლი­სის II სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნალ "ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა სკო­ლა­ში" რე­დაქ­ტო­რი გახ­და, სა­დაც ქარ­თუ­ლი მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე წე­რი­ლებს აქ­ვეყ­ნებ­და.

1972 წელს მე­რაბ კოს­ტა­ვამ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რეპ­რე­სი­ე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ არ წყდე­ბო­და. სუკ-ი გა­მუდ­მე­ბით უთ­ვალ­თვა­ლებ­და. მის სახ­ლთან ყო­ველ­თვის მო­რი­გე­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის მან­ქა­ნა. მე­რა­ბიც ცნობ­და მათ. ხში­რად უთ­ქვამს: "მთე­ლი დღე აქ დგა­ნან, მო­შივ­დე­ბო­და­თო" და საჭ­მე­ლი გა­უგ­ზავ­ნია მოთ­ვალ­თვა­ლე­ე­ბის­თვის. იხილეთ სრულად

myquiz