იცოდით, რატომ აქვს ჯინსის შარვალს პატარა ჯიბე? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აქვს ჯინსის შარვალს პატარა ჯიბე?

ალბათ, ყველა, ვისაც თუნდაც ერთხელ სცმია ჯინსის შარვალი, დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ აქვს შარვალს მეხუთე ჯიბე. როგორც აღმოჩნდა, დღემდე არ არსებობს ამ ჯიბის შარვალზე დამატების ზუსტი მიზეზი.

სამაგიეროდ ზუსტად არის ცნობილი, რომ პირველად ეს ჯიბე 1873 წელს გაჩნდა Levi’s 501 მოდელზე.

2016013018165073439-1-1716625367.jpg

ამ ჯიბის გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს:

საათისთვის

2016013016135273439-1-1716625348.jpg

სავარაუდოდ, ეს ყველაზე ნამდვილი და მისაღები ვერსიაა, რადგან Levi’s ფირმის კატალოგებში, ამ ჯიბეს დღემდე «watch pocket» ჰქვია. რაც გვაფიქრებინებს, რომ ის, იმ დროს პოპულარული, ჯიბის საათებისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ ხელის საათები ჯერ კიდევ არ არსებობდა და სპეციალური ჯიბის გარეშე, საათის ტარება მოუხერხებელი იყო.

ჯიბის საათებისთვის, სპეციალური ჯიბე ჟილეტებზეც არსებობდა. მას შემდეგ, რაც შარვალზ პატარა ჯიბე გაჩნდა, ჟილეტის ჩაცმა საჭირო აღარ იყო.

ოქროსთვის

ოქროს მაძიებლები (კოვბოებთან ერთად) ლევი სტრაუსის პროდუქციის ძირითადი მყიდველები იყვნენ. აქედან გამომდინარე, არსებობს ვერსია, რომ პატარა ჯიბე, ნაპოვნი ოქროს მარცვლების შესანახად იყო დამატებული.

ასეთ ჯიბეში ის უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ჯიბე გაიხეოდა, ოქრო დიდ ჯიბეში ჩაიყრებოდა.

მონეტებისთვის

2016013016293673439-1-1716625445.jpg

შეიძლება ჯიბე, ისევე როგორც ოქროს შემთხვევაში, ხურდა ფულისთვის იყო. იმ შემთხვევაში თუ მონეტები ჯიბეს გახეხავდა და გახევდა, ფული დიდ ჯიბეში ჩაცვივდებოდა.

იარაღის კაფსულებისთვის

ერთი ვერსიის მიხედვით, კოვბოები ამ პატარა ჯიბეებში იარაღის კაფსულებს ინახავდნენ. მაგრამ ეს ჯიბე ნამდვილად არ იყო ტყვიებისთვის შექმნილი. იხილეთ სრულად

myquiz