ჩვენთვის კარგად ნაცნობი 7 რამ, რაც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს | Allnews.Ge

ჩვენთვის კარგად ნაცნობი 7 რამ, რაც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს

ბევრი რამ, რაც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, სრულიად განსხვავებული ამოცანების და მიზნებისთვის გამოიგონეს! დროთა განმავლობაში კი, როდესაც ამ ნივთებმა საკუთარი ადგილი მყარად დაიმკვიდრა, ადამიანებმა თავიანთ ნამუშევრებს, ახალი ფუნქციური როლები მიანიჭეს — და მაშინ, ყველაფერმა მუშაობა, უკვე ჩვენთვის ჩვეულ რეჟიმში დაიწყო.

კოკა–კოლა

2024032322543173439-1716446076.png

კოკა–კოლას რეცეპტის ავტორი შტატების კონფედერაციული შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ჯონ პემბერტონი (John Stith Pemberton) იყო. ომის დროს ის დაიჭრა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ტკივილისგან იტანჯებოდა. ამიტომ, იძულებული იყო, მორფინი მიეღო.

პოლკოვნიკს თავის დროზე, სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული. ის პროფესიით, ფარმაცევტი იყო. ამიტომ, თავისი შინაგანი დაკვირვებით, ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წამალდამოკიდებული გახდა, რაც ძალიან არ მოსწონდა...

კოკას ფოთლებზე დაყენებული, «მარიანას» ფრანგულ ღვინოებზე, ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად, მან «ფრანგული ღვინის კოლა პემბერტონა» შექმნა, რომელიც ასევე, კოკას ფოთლებზე იყო დაფუძნებული.

იმდროინდელი საზოგადოების თვალში, ამ სასმლის უპირატესობა, სხვებთან შედარებით, ალკოჰოლის ნულოვანი შემცველობა იყო. ერთი პერიოდი მას «თავშეკავების სასმელსაც» ეძახდნენ და რეკომენდებული იყო, წამალ და ალკოჰოლ დამოკიდებულებებისთვის.

შემდგომში, როდესაც კოკას ფოთლებიც ზიანის მომტანად იყო აღიარებული და აღმოჩნდა, რომ ისიც დამოკიდებულებას იწვევდა, რეცეპტი შეცვალეს და სასმელი ისეთი გახდა, როგორიც ახლა არის.

1886 წლის მაისში, სასმელი აფთიაქებში, «ნერვული დარღვევების და დეპრესიის» საშუალების სახით გამოჩნდა. უკვე 1902 წლისთვის, Coca-Cola აშშ-ში ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა. ხოლო, მისი ექსპორტი უცხო ქვეყნებში, 1919 წლიდან დაიწყო.

კონდენციონერი

2024032322574073439-1716446106.png

დღეს ცოტა ადამიანი სარგებლობს ბეჭდური გაზეთებით. მაგრამ, 20–30 წლის წინ ის, ტელე–რადიო მაუწყებლობასთან ერთად, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო იყო. ამიტომ, გაზეთები სამრეწველო მასშტაბით იბეჭდებოდა.

თავდაპირველად, ასეთი დიდი ტირაჟების პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ სტამბებში არსებული მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ტენიანობა, მელანს დროზე გაშრობის საშუალებას არ აძლევდა. შედეგად, მელანი იწუწებოდა და გამზადებული პროდუქტი ფუჭდებოდა.ასე გაგრძელდა 1902 წლამდე, ვიდრე უილის კერიერმა (Willis Carrier), ბრუკლინის ტიპოგრაფიისთვის, პირველი კონდიციონერი არ შექმნა. ის ტენიანობას და ტემპერატურულ პირობებს აკონტროლებდა, რაც მელნის უფრო სწრაფად გაშრობას უწყობდა ხელს.

ველოსიპედი

2024032322592573439-1716446147.png

1815 წლის აპრილში, ინდონეზიაში ვულკანი ტამბორა ამოიფრქვა, რომელმაც ატმოსფეროში იმდენად მნიშვნელოვანი რაოდენობის ფერფლი გააფრქვია, რომ ევროპაში მდინარეები და ტბები, ზაფხულშიც კი, გაყინული იყო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მოსავალზე ფიქრიც არ შეიძლებოდა და ბევრმა ფერმერმა, ხორცის გამო, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველები ერთიანად ამოწყვიტა და ცხენებიც ზედ მიაყოლა...

მომდევნო წელს, როდესაც სიტუაციის ნორმალიზება მოხდა, აღმოაჩინეს, რომ საკმარისი რაოდენობის სამგზავრო ცხენები არ ჰყავდათ და რომ ტრანსპორტის დეფიციტი გაჩნდა. პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი, არაერთმა ადამიანმა დაიწყო და უკვე 1817 წ. კარლსრუეში ბარონ ფონ დრეზმა Дрез (Karl Drais) ორბორბლიანი თვითგორია შექმნა, რომელიც პედლების გამოკლებით, ველოსიპედს ჰგავდა.

ფეხის ბიძგით, მისი მეშვეობით, მგზავრს 15 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეეძლო. ორმოციანი წლების ბოლოს, მასზე პედლებიც გამოჩნდა, რამაც ტრანსპორტის მოხმარება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა.

ამერიკული მთები

1884 წ. ლამარკუს თომპსონმა (LaMarcus Thompson) «ამერიკული მთების» ატრაქციონზე პატენტი მიიღო, რომელშიც გრავიტაციის ეფექტი იყო გამოყენებული.

ლამარკუს თომპსონი და პირველი «ამერიკული მთები»

ყველა თვალსაზრისით, ეს გასართობი სტრუქტურა იყო, თუმცა გამოგონების ავტორი სხვაგვარად ფიქრობდა. მისი აზრით, ეს ცოდვაში ჩაძირული თანამემამულეების, ჯოჯოხეთიდან — სალონებიდან და ბორდელებიდან გამოტაცების საუკეთესო საშუალება იყო. იხილეთ სრულად

myquiz