იცით რისგან მზადდება ჩიფსი სინამდვილეში? - ინგრედიენტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია | Allnews.Ge

იცით რისგან მზადდება ჩიფსი სინამდვილეში? - ინგრედიენტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია

ალბათ ყველა თქვენგანს უყვარს ეს სასუსნავი, მაგრამ წარმოდგენა ბევრ თქვენგანს არ აქვს თუ რისგან მზადდება ის სინამდვილეში. პირველ რიგში კი გეტყვით, რომ მათში კარტოფილის ნასახი არაა.

ჩიფსების მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ დიდ ბრიტანეთში, ძალიან მაღალი გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, გამოაცხადა, რომ მისი პროდუქტი შეიცავს იმდენად მცირე კარტოფილის შემცველობას, რომ ტექნიკურად რომ ვთქვათ, ეს საერთოდ არ იყო კარტოფილის ჩიფსი.

are-potato-chips-bad-for-you-1716364168.jpg

რას იყიენებენ კომპანიები ჩიფსების საწარმოებლად სინამდვილეში?

პირველ რიგში, ქარხანა ქმნის ბრინჯის, ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის ნაზავს. შემდეგ ამ მიღებულ ნაზავს მრგვალ ფორმებს აძლევენ და ულტრა თხელ ფურცლებად სპეციალური მანქანით კონვეიერის სარტყელზე ჭრიან და აძლევენ სპეციალურ მოხრილ ფორმას.

ამ ფორმებს ათავსებენ მდუღარე ზეთში, შემდეგ აშრობენ და ასხურებენ წინასწარ გამზადებულ დაფხვნილ არომატიზატორებს. საბოლოოდ, ყველაფერი მთავრდება ამ ფურცლების ქილებში და პაკეტებში შეფუთვით და ისინი ხვდებიან თაროებზე, სადაც მათ ვყიდულობთ და მივირთმევთ მომხმარებლები.

კარტოფილის ჩიფსების ყველაზე საშიში კომპონენტი მას განზრახ არ ემატება, არამედ ის მისი ასეთი გადამუშავების გვერდითი ეფექტია.

აკრილამიდი არის კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რომელსაც აქვს ძლიერი ნეიროტოქსიური ეფექტი სხეულზე. ის გვხვდება მაღალ ტემპერატურაზე მოხარშულ ნახშირწყლოვან საკვებში - შემწვარი თუ გამომცხვარი.

2024051512285036558-1716364179.jpg

ცხელ ზეთში მოხარშული კარტოფილის ჩიფსები იმდენ აკრილამიდს შეიცავს, რომ კალიფორნიის შტატმა 2005 წელს მათი აკრძალვა მოისურვა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, ჩიფსების მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ მათ პროდუქტებში აკრილამიდის რაოდენობას რამდენიმე ათეულამდე შეამცირებდნენ.

ისე, რომ საბოლოო პროდუქტის მილიარდ გრამზე არ არის 275 გ-ზე მეტი აკრილამიდი. ამ სტანდარტს 2011 წლამდე იცავდნენ ჩიფსების ამერიკელი მწარმოებლები, მაგრამ სხვა ქვეყნებში ამ ნივთიერების წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა არ ყოფილა! იხილეთ სრულად

myquiz