შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს | Allnews.Ge

შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

ბევრი ადამიანი ჯანსაღ კვებაზე უარს ამბობს, რადგან მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ორგანული პროდუქტების შეძენას მათი ჯიბის სისქე ვერ გაწვდება. და ნამდვილად, როცა სუპერმარკეტში მიდიხართ, თვალები გაგირბით არა მხოლოდ პროდუქტების მოცულობის, არამედ ფასის გამოც, რომელიც კოსმოსური სისწრაფით იცვლება. თუ თქვენ რამდენიმე საიდუმლო ცოდნას ფლობთ, მარკეტინგულ ხრიკებს გვერდს ადვილად აუვლით, პროდუქტების კალათას ხარისხიანი პროდუქტებით შეავსებთ და ფულის მნიშვნელოვანი ნაწილის ეკონომიასაც გააკეთებთ. აი, რა არ უნდა გააკეთოთ სუპერმარკეტში.

2018120215342085085-1716363572.jpg

პროდუქტების შეძენა გეგმის გარეშე

ყველაზე პირველი შეცდომა ზედაპირზე დევს. როცა თქვენ მაღაზიაში მიდიხართ და უბრალოდ ყიდულობთ ყველაფერს, რაც მოგწონთ, თქვენ ბევრ ფულს ხარჯავთ. გაიხსენეთ, თუ რამდენ ვადაგასულ პროდუქტს ყრით თქვენი მაცივრიდან და სპონტანურ გადაწყვეტილებაზე უარს იტყვით. ლამაზი შეფუთვა და უჩვეულო ფორმის პროდუქტები უბრალოდ შექმნილია იმისთვის, რომ მყიდველი ხაფანგში გააბას.

პირველ რიგში, გირჩევთ ერთი კვირის სამყოფი პროდუქტების საყიდლების სია შექმნათ. თუ რომელიმე პროდუქტი სიაში არ შედის, თამამად ამოიღეთ კალათიდან და დახლზე დააბრუნეთ. წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს, თუ მიმზიდველ ფასად შეიძენთ პროდუქტს, რომელთაც შენახვის დიდი ვადა აქვს.

შეფუთული სასუსნავების შეძენა

თვის განმავლობაში რამდენ შეფუთულ კაკალს ყიდულობთ? თუ ჩანაწერებს გააკეთებთ, მხოლოდ სასუსნავებზე დახარჯული თანხა შოკში ჩაგაგდებთ. დიახ, შეფუთული სასუსნავების სამსახურში წაღება ბევრად უფრო მოსახერხებელია. დიახ, ის დროის ეკონომიაში გვეხმარება. მაგრამ თუ შედარებით ანალიზს ჩაატარებთ, დაინახავთ, რომ კაკალი, ჩირი და სხვა სასუსნავი უმჯობესია წონით შეიძინოთ.

2018120215350085085-1716363586.jpg

არასეზონური ხილის და ბოსტნეულის შეძენა

თუ ზამთარში ახალ მარწყვს შეიძენთ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს შენაძენი სრულიად უსარგებლოა. ვიტამინების და ანტიოქსიდანტების მინიმალური რაოდენობა და საშინელი გემო, რომელიც ზაფხულის კენკრას ოდნავ გვაგონებს, აი, რის წინაშე აღმოჩნდებით. იგივე ეხება გაზაფხულის „ხის“ ვაშლებს ან სტაფილოს. ივლისში საზამთროს ყიდვა არ იჩქაროთ, ისინი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებად არის განკუთვნილი და საშინელი გემო აქვს.

ხილის და ბოსტნეულის შეძენის დროს სეზონს ყურადღება მიაქციეთ. ზამთარში თამამად შეიძინეთ ძირხვენა, კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, ყურძენი, ვაშლი და ციტრუსი. სეზონური პროდუქტების მოკრეფის შემდეგ მათი ფასი საკმაოდ იაფია, მათში კი მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ვიტამინები არის შენარჩუნებული. იხილეთ სრულად

myquiz