იცოდით, რატომ აქვთ აფრიკელ ბავშვებს ხშირად დიდი მუცელი? - მიზეზი, რომელიც სხეულის ამ მოდიფიკაციას იწვევს | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აქვთ აფრიკელ ბავშვებს ხშირად დიდი მუცელი? - მიზეზი, რომელიც სხეულის ამ მოდიფიკაციას იწვევს

თანამედროვე საზოგადოებაში დიდი მუცელი იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს, რაც ჭარბი საკვების მოხმარების შედეგია, თუმცა ის რაც აფრიკელ ბავშვებს აღენიშნებათ და ამას სიმსუქნესთან საერთო არაფერი აქვს. თუკი ამ პატარების ფეხებსა და ხელებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათ ისინი მეტისმეტად გამხდარი აქვთ. მაშინ ლოგიკური კითხვაც ისმის, აბა საიდან აქვთ მათ ასეთი დიდი ზომის მუცელი?

2024041608355986669-1716017116.jpg

საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა აფრიკელ ბავშვს ორგანიზმში ცილის დეფიციტი აღენიშნება. მიუხედავად ტოტალური შიმშილისა, აფრიკის ქვეყნებში შობადობა საკმაოდ მაღალია.

მრავალშვილიან ოჯახებში დედას საკუთარი რძით ბავშვების გამოკვება მცირე პერიოდით უწევს, რათა ყველა პატარას მათი ორგანიზმისთვის ეს შეუცვლელი საკვები ამყოფინოს.

2024041608102686669-1716017127.jpg

დედის რძე კი როგორც ცნობილია - ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა. აფრიკელი ბავშვები ძირითადად ბრინჯითა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით იკვებებიან, რის გამოც მათ ორგანიზმში ცილოვან - კალორიული უკმარისობა ვითარდება.

ეს სინდრომი კი ორი ფორმით - კახექსიითა და კვაშიორკორით მიმდინარეობს, რომელიც არასწორი კვების გამო ვითარდება და ის როგორც წესი, პროტეინის უკმარისობით არის განპირობებული, რაც დიდი, შებერილი მუცლით ხასიათდება. უპირატესად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, უფრო ხშირად უვითარდებათ 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

kwashiorkor-opt-1716017174.jpg

კვაშიორკორის დროს მთელი სითხე ნაწლავებსა და უჯრედებს შორის ქსოვილებში გროვდება. ორგანიზმს ენერგია, ყველაზე ელემენტალური ფიზიოლოგიური პროცესების შესასრულებლათაც კი არ ჰყოფნის, რის გამოც ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. ბავშვების ჯანმრეთელობისთვის ეს მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა, რადან შესაძლოა ზოგჯერ ისინი ამის გამო დაიღუპნონ კიდეც. იხილეთ სრულად

myquiz