იცოდით, რატომ ატარებდნენ ჩინეთში მამაკაცები ნაწნავს გაპარსულ თავზე ?
ჩინეთის იმპერიაში იმპერიული ძალაუფლების დაცემამდე არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა კაცს თავის წინა ნაწილი უნდა გადაეპარსა და კეფაზე დატოვებული თმა ნაწნავის სახით ეტარებინა. მამაკაცის ეს ორიგინალური ვარცხნილობა შეგიძლიათ ნახოთ როგორც ძველ ნახატებზე, ასევე ფოტოებსა და ისტორიულ ფილმებშიც.
საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია? რატომ შეცვალეს ჩინელებმა მის მიმართ რამდენჯერმე თავიანთი დამოკიდებულება? და რას ნიშნავდა ზოგადად ნაწნავის ტარება მოპარსულ თავზე? დღეს სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.
თმა ან სიცოცხლე
გაპარსულ თავზე ნაწნავის ტარების ტრადიცია ჩინური არ იყო. მე-17 საუკუნეში იმპერია მანჯუსებმა დაიპყრეს. ისინი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს არ ცდილობდნენ კანონების, რელიგიის შეცვლას ან ძალაუფლების იერარქიის გარდაქმნას. ტახტზე დინასტია შეიცვალა. მანჯურიელი მმართველი ცინის ხაზის იმპერატორების წინაპარი გახდა. დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩინელები ახალ იმპერატორს ბოლომდე დამორჩილებოდნენ.
მანჯურიელი იმპერატორი აისინგიორო სიუანე - ცინის დინასტიის მმართველი. ის ტახტზე 7 წლის ასაკში ავიდა და ქვეყნის მართვა დაიწყო დევიზით: "კანსი" ("წარმატებული" და "გაბრწყინებული"). ამის გამო, იმპერატორი "კანსის" სახელით მოიხსენიება.
ცინის დინასტიამ ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ შეძლო, რომ ქვეყანა მთელ რიგ შიდა პრობლემებს განიცდიდა. ქვეყანა მძიმე კრიზისში იყო. დამპყრობლებს ციურ იმპერიაში ძალაუფლების მთელი სისტემის გაძლიერება სჭირდებოდათ.
მანჯუსებმა ჩინეთში მამაკაცის ახალი ვარცხნილობა გადაწყვიტეს, რომ მორჩილების სიმბოლოდ ექციათ. ყველა მათგანს თმა შუბლის ზემოთ უნდა მოეპარსა, უკან კი თმა შეეძლოთ, რომ დაეტოვებინათ, თუმცა ის ნაწნავის სახით უნდა ეტარებინათ. ნაწნავის მოჭრა ან სხვა ვარცხნილობის ტარება უკანონო იყო. ნაწნავის მოჭრა ან საჭირო ადგილას თმის მოპარსვაზე უარის თქმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ბუნტის ნიშანი იყო, რაც თავის მოკვეთით ისჯებოდა.
"ნაწნავო, გაიზარდე წელამდე"
თავდაპირველად ნაწნავი ეროვნული სირცხვილის სიმბოლო იყო, ვინაიდან ჩინეთი დამპყრობლებს დაემორჩილა, მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ ადგილობრივები ბედს შეურიგდნენ. შუბლი თმის გარეშე და გრძელი ნაწნავი ციური იმპერიის კულტურული ტრადიციის ნაწილად და ქვეყნის ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ერთგულების სიმბოლოს გამოხატულებად იქცა.
ყოველ 10 დღეში მამაკაცები თავის ნაწილს იპარსავდნენ, კეფაზე ნაწნავი კი სულ უფრო იზრდებოდა, მისი "ბრწყინვალება" თანდათან მამაკაცების სიამაყე გახდა. თუ თმა არ იზრდებოდა ან ნაწნავი მოკლე იყო, მამაკაცები პარიკებს იყენებდნენ, რომლებსაც ცხენის თმას ან შავ აბრეშუმს უმატებდნენ. ჩინელები ტრადიციულ ვარცხნილობას ქვეყნის ფარგლებს მიღმაც ატარებდნენ, თუმცა ხელისუფლების მათ იქ უკვე აღარ ეშინოდათ.
მანჯუსების მიერ ჩინეთის დაპყრობამდე ჩინელები თმას საერთოდ არ იჭრიდნენ და მას ძირითადად ზემოთ აწეულს ატარებდნენ. იხილეთ სრულად