ცნობილი პოლიტიკოსის შვილიშვილი და მილიონერი მეუღლე - რა ვიცით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის შესახებ
"არასდროს დაგტოვებთ მარტო, თუმცა ყველა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელზეც კანდიდატი ქვეყანა ოცნებობს... სად მივიდვართ? - ევროპაში!" - ეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის სიტყვებია, რომლებიც მან პარლამენტთან დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლას საპროტესტო აქციიის მონაწილეთა მხრიდან დიდი აჟიოტეჟი მოჰყვა, მისი ფოტოები და ვიდეოები კი ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.
საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობით საინტერესო დეტალებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი ყოფილი ევროპარლამენტარია. ის იყო ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ასევე ლიეტუვის სეიმის წევრი. პროფესიით ისტორიკოსია, აღნიშნულ სპეციალობაზე ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კი მაგისტრის ხარისხი აქვს.
ბაბუასთან ერთად
აღსანიშნავია ისიც, რომ ლანდსბერგისი ლიეტუვაში ცნობილი ოჯახიდანაა, მისი ბაბუა პოლიტიკოსი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ლიეტუვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, მამა კი ცნობილი ლიეტუველი მწერალი, ჟურნალისტისა და რეჟისორია.
ვიტაუტას ლანდსბერგისი - ლიტველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. 1990-92 წლებში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ლიტვის სეიმისა (1996—2000). სამამულო მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი (1993) და თავმჯდომარე.
ლანდსბერგისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიეტუველი პოლიტიკოსია. როდესაც ლიეტუვის სეიმის წევრობის პერიოდში (2016-2020 წლები) ის სეიმის 5 ყველაზე მდიდარ წევრს შორის დასახელდა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაქორწინებულია აუსტეა ლანდსბერგინზე. ისინი უკვე 20 წელია ერთად ცხოვრობენ და 4 შვილი ჰყავთ. დიპლომატის ცოლი პროფესიით ფილოლოგი და განათლების საკითხების ექსპერტია.
გარდა ვილნიუსის უნივერსიტეტსია, განათლება აშშ-შიც აქვს მიღებული, სწავლობდა მასაჩუესეთსის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების მიმართულებით. ქმარზე 5 წლით უფროსია - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი 39 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე - 44-ის.
2016 წელს აუსტეა ლანდსბერგინი ლიეტუვის წლის ქალად დაასახელეს წვლილისთვის, რომელიც განათლების სისტემის უკეთ მუშაობაში შეაქვს.
სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, რომ ლანდსბერგისის ქონება, პირველ რიგში, დაკავშირებული მისი მეუღლის ქონებასთან, რომელსაც ქვეყანაში კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ქსელი აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით, წყვილი დაახლოებით, 19,9 მილიონი ევროს ფლობს.