იცოდით, რატომ არის წვიმის წყლის შეგროვება აკრძალული აშშ–სა და კანადაში? - რა გახდა უცნაური რეგულაციის მიღების მიზეზი
წვიმის წყალი შესანიშნავი საშუალებაა მცენარეების მორწყვისთვის თქვენს ბაღში და ბოსტანში, მაგრამ ასეთი წყლის შეგროვება ყველგან ნებადართული არ არის. ამერიკასა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.
ამის გაკეთება შეიძლება, თუმცა უნდა აკონტროლოთ მასშტაბები.
ეს ქვეყნები მკაცრად არეგულირებენ მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარებას. თუ ვინმეს კერძო ტერიტორიაზე ნაკადული მიედინება, მაშინ ადამიანს მისი გადაკეტვის უფლება არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა მოქალაქეების უფლებები ირღვევა.
ანალოგიურად, ადამიანს უნებართვოდ ჭის ამოთხრის უფლება არ აქვს. თუ ტერიტორიაზე ჭა საჭიროა, მფლობელი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვის ასაღებად. ჯერ სპეციალისტები ზომებს იღებენ და კვლევას ატარებენ. საქმე იმაშია, რომ ჭაბურღილების არსებობამ მთლიან ეკოსისტემას დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს.
რაც შეეხება წვიმის წყლის ჩამონადენს, ეს არის ზედაპირული დინების კომპონენტი, რომელიც ჩაედინება სხვადასხვა რეზერვუარში. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ წყლის შესაგროვებლად მოქალაქეს ნებართვის აღება სჭირდება. ბუნებრივია, თუ პატარა კონტეინერია, რომელშიც წვიმის წყალი სახლის სახურავიდან ჩადის, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ყურადღება მიაქციოს. თუ წყალი გროვდება დიდი აუზისთვის ან დეკორატიული გუბისთვის, 90% შემთხვევაში პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ.
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთში კლიმატი მშრალია, ამიტომ წყლის უფლებები საკმაოდ პრობლემური საკითხია. ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ორეგონის შტატში, აშშ–სა და კანადის საზღვართან, რამდენიმე წლის წინ მოხდა შემთხვევა, როდესაც ამერიკელს დაეკისრა 1000 დოლარი ჯარიმა და 30 დღიანი პატიმრობა.
მიზეზი გახდა საკმაოდ დიდი სამი რეზერვუარი, საკუთარ მიწაზე ამოთხრილი, რომელიც ნელ–ნელა წვიმის წყლით ივსებოდა. იხილეთ სრულად