როგორი იქნება მსოფლიოს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი, სადაც ფეშენებელური პენტჰაუსები მილიონობით დოლარი ეღირება
დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კოშკი შენდება. უზარმაზარი შენობა 122 სართულსა და 251 საცხოვრებელს მოიცავს. ძვირადღირებული სასტუმრო ბრენდის Six Senses-ის მიერ შექმნილი რეზიდენცია, მათი თქმით, "ჯანსაღად ცხოვრებას ხელახლა განსაზღვრავს".
დუბაი მარინაში განთავსებულ კოშკში საცხოვრებელი ბინების ფასი 1.57 მილიონი დოლარიდან იწყება. ფასები, რაღა თქმა უნდა, ბინების ზომებითა და საძინებლების რიცხვით განისაზღვრება, რომელიც 2-4-მდე მერყეობს. ყველაფერი აქ არ მთავრდება, რეზიდენციაში იქნება ოთხოთახიანი პენტჰაუსები და ძვირადღირებული "ცის სასახლეების" კოლექციაც კი, რომლებსაც 4-5-საძინებლიანი კონფიგურაცია აქვთ.
ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მდიდრული ბინებიდან ერთ-ერთს მაინც შეიძენს, ოთხ სართულზე გადანაწილებულ "კეთილდღეობის ობიექტებზე" ექნება წვდომა, მათ შორის კრიოთერაპიის კაბინებზე, ბუნებრივი ქვებით მკურნალობის ოთახებსა და სპაზე. იხილეთ სრულად