დანგრეული სამსახიობო კარიერა და გაღრმავებული უფლის რწმენა - რა ხდებოდა "ქრისტეს ვნებანი" გადაღებუბის დროს? | Allnews.Ge

დანგრეული სამსახიობო კარიერა და გაღრმავებული უფლის რწმენა - რა ხდებოდა "ქრისტეს ვნებანი" გადაღებუბის დროს?

მელ გიბსონმა გააფრთხილა ჯიმ კავიზელი, რომ იესო ძალიან რთული შესასრულებელი პერსონაჟი იქნებოდა და თუ დათანხმდებოდა, შესაძლო იყო ჰოლივუდიდან გაერიყათ კიდეც. მსახიობმა ერთი დღე ითხოვა მოსაფიქრებლად და შემდეგ უპასუხა: "ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთო, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თან ჩემი ინიციალებია J.C. ( Jesus Christ) და 33 წლის ვარ, მხოლოდ ახლა მივხვდი. "

მელ გიბსონმა ამაზე უპასუხა - "ჯიმ, შენ მე მაშინებ!"

გადაღებების დროს მსახიობმა დაიკლო 20 კილო, დაარტყა ელვამ, ორჯერ გაიროზგა საკმაოდ მძიმედ, დარჩა 35 სმ-იანი ნაწიბური, ამოიგდო მხარი, დაემართა პნევმონია და ჰიპოთერმია, საათობით სიცივეში შიშვლად ყოფნის გამო...

2024050612343267247-1715059945.jpg

ჯვარცმის სცენას 2 თვე და 5 კვირა დასჭირდა. "არ მინდა ადამიანები მე მხედავნდენ, მინდა რომ ჩემი ამ გარდაქმნით მათ იესო დაინახონ, " - ამბობდა მსახიობი.

ამბობენ, რომ გადაღებების დროს ბევრი უცნაური რამ მოხდა:

პედრო სარუბი, რომელიც ბარაბას როლს ასრულებს, ამბობდა, რომ ის ამ ყველაფერს ისე გრძნობდა, როგორც სინამდვილეს, რომ მას კავიეზელი კი არ უყურებდა ნაწყენი, ან სიძულვილით სავსე თვალებით, არამედ თვით იესო, რომლისგანაც მხოლოდ წყალობა და სიყვარული მოდიოდა.

2024050612372667247-1715059956.jpg

ლუკა ლიონელიმ, იუდას როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელიც იყო ათეისტი, ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ ქრისტიანობა აღიარა, აღსარებაც ჩააბარა და შვილებიც მონათლა.

ერთ-ერთი ტექნიკური მუშაკი სტაფიდან, რომელიც მუსულმანი იყო, ფილმის შემდეგ გაქრისტიანდა.

გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ გადაღებების დროს ხედავდნენ თეთრებში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც მათ რჩევებს აძლევდნენ, შემდგომ კი უკვე გადაღებულ ფირებში არსად ჩანდნენ.

ქრისტეს ვნებანი არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი აშშ-ში - 370 მილიონი დოლარით, ხოლო მსოფლიოში 611 მილიონიანი შემოსავლით.

მელ გიბსონმა ფილმის გადაღება 30 მილიონი დოლარით თვითონვე დააფინანსა, რადგან არც ერთი სტუდია არ დათანხმდა პროექტის დაფინანსებას.

ჯიმ კავიზელი: "ქრისტეს ვნებებმა" ჩემი სამსახიობო კარიერა დაანგრია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვნანობ, რადგან ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო განმემტკიცებინა ჩემი რწმენა ღმერთისადმი."