ქართველი პრინცესა სოლდანე - "ბოლო ჯვაროსანთა დედა", რომელზეც ჩვენში ბევრი არაფერია ცნობილი
რამდენიმე დღის წინ მივიწყებული ქართველი დედოფლის - სოლდანეს კვალს შემდგარი, ვეწვიე სან დენის გრანდიოზულ კათედრალს პარიზში, იქვე საფრანგეთის მეფეთა განსასვენებელიც მოვინახულე. ძალიან ამაღელვებელი იყო...
ქართველ პრინცესა სოლდანეზე, ანუ "ბოლო ჯვაროსანთა დედაზე" ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცოტა რამ უკვე ცნობილია, მაგრამ ჩვენში მისი ბიოგრაფია თითქმის უცნობია.
ფრა ჟან დარდინის ცნობით, 1330-იან წლებში ფრანგული წარმოშობის კილიკიის ჯვაროსანმა მეფემ - ჟან ლუზინიანმა ცოლად შეირთო ქართველთა მეფის ასული სოლდანე.
სოლდანე ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრი უნდა ყოფილიყო, რადგან შემდგომში მისი ვაჟები - ბოემუნდი და ლეო სომხეთის ტახტზე პრეტენზიას სწორედ იმ მოტივით აცხადებდნენ, რომ მათი დედა ქართველთა მეფის ასული იყო, შესაბამისად, ისინი სომხეთის ტახტის ლეგიტიმური მესაკუთრეები იყვნენ, რადგან ქართველი ბაგრატიონები სომხეთსაც ფლობდნენ. ძნელია დაზუსტებით ითქვას, ბაგრატიონთა რომელ შტოს ეკუთვნოდა სოლდანე, აღმოსავლეთ ქართულს თუ - დასავლურს, მაგრამ ზემოაღნიშნული მონაცემით, ეჭვმიუტანელი ფაქტია, რომ ის მართლაც ბაგრატიონი იყო.
დედოფალი სოლდანე ადრე დაქვრივდა, მისი მეუღლე - ჟან ლუზინიანი უდროოდ გარდაიცვალა... დაქვრივებულ დედოფალს მისგან ვაჟები - ბოემუნდი და ლეო დარჩა. აქედან მოყოლებული, იწყება დედოფლის ტრაგიკული თავგადასავალი...
კილიკიაში ძალაუფლება ხელში უზურპატორმა კონსტანტინემ ჩაიგდო, რომელმაც ქართველთა მეფის ასული, ვაჟებითურთ, გორიგოსის ციხეში დაატყვევა, რათა ხელსაყრელ დროს ისინი დაეხოცა. დედოფალი და უფლისწულები ორჯერ სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. სოლდანე ხვდებოდა, რომ ბედი მათ ყოველთვის არ გაუღიმებდათ. განწირულმა დედოფალმა დიდი სიმამაცე და გამჭრიახობა გამოიჩინა, მის დედობრივ ინსტინქტს წინ ვერაფერი აღუდგა და ვაჟებთან ერთად ციხიდან გამოიქცა. გააგრძელეთ კითხვა