ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ | Allnews.Ge

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

თურ­ქე­თი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ქვე­ყა­ნა სავ­სეა უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, ად­გი­ლე­ბით, სა­დაც კვა­ლის წაშ­ლის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­სა­დებს მიღ­მა მა­ინც იკი­თხე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის სი­დი­ა­დე.

თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს და ამ­ბო­ბენ, რომ თუ გინ­და ნამ­დვი­ლად შე­იგ­რძნო უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის რიტ­მი და გა­უ­გო ძველ ეპო­ქას, ეს ად­გი­ლე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლო. აქ ნა­ხავთ, თუ რო­გორ ერ­წყმის აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა ერ­თმა­ნეთს.

sumela6-36803-1714895779.jpg

ერთ-ერთი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ტრა­პი­ზონ­ში, IV-V სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, კლდე­ში ნაკ­ვე­თი სუ­მე­ლას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ნას­ტე­რია, რო­მელ­საც პან­დე­მი­ამ­დელ პე­რი­ოდ­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად, ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და.

სუ­მე­ლას ის­ტო­რია

სუ­მე­ლას სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, ტრა­პი­ზო­ნის პრო­ვინ­ცი­ის მა­ჩკას ოლ­ქში მდე­ბა­რე­ობს. მო­ნას­ტერს ვრცე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მის და­მა­არ­სებ­ლად ათე­ნე­ლი მღვდე­ლი, ბარ­ნა­ბე ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც 375-395 წლებ­ში ცხოვ­რობ­და.

sumelasgvtismshobeli-37783-1714895806.jpg

არა­ბე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, მო­ნას­ტე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა, მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნე­ში კი, წმინ­და სოფ­რონს აღუდ­გე­ნია. ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში, მო­ნას­ტე­რი მდი­და­რი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, ხოლო იქა­უ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­დე­საც XV სა­უ­კუ­ნე­ში ოს­მა­ლებ­მა ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რია და­ი­პყრეს, სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რიც სულ­თნე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და და ტაძ­რი­დან ბერ­ძნე­ბი წა­ვიდ­ნენ, სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბაც შე­წყდა.

მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რე­ლიქ­ვი­ე­ბი, მათ შო­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ღვთის­მშობ­ლის ხატი, პონ­ტო­ელ­მა ბერ­ძნებ­მა და­კარ­გვას გა­და­არ­ჩი­ნეს. ამ­ჟა­მად კი, ის სა­ბერ­ძნეთ­ში, ვერ­მი­ო­ნის მთებ­ში აგე­ბულ ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.

სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ის ოს­მა­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­თლმა­დი­დე­ბელ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს იქ მსა­ხუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ნება დარ­თეს, თუმ­ცა1923 წელს, რო­დე­საც ოტო­მან­თა იმ­პე­რია და­ე­ცა, სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი და­ცა­რი­ელ­და, რად­გა­ნაც ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქებ­სა და ბერ­ძნებს შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის გაც­ვლა მო­ი­თხო­ვეს და ბერ­ძენ­მა ღვთის­მსა­ხუ­რებ­მა ტა­ძა­რი კვლავ და­ტო­ვეს. იხილეთ სრულად

myquiz