რა საიდუმლოს ინახავს 1000 წლის წინანდელი ჩაძირული ირლანდიური ტაძარი - "ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას"
ირლანდია უძველესი და წარმოუდგენლად მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. მისი პრეისტორიული ფესვებიდან და კელტური იდენტობიდან, ვიკინგების შემოსევებამდე და რევოლუციურ ომებამდე, ის რეალურად ისტორიის წიგნია. მის მიწებზე, სადაც ყოველი ქვა სულიერებითაა სავსე, ბევრი ქრისტიანული მონასტერია. კუნძულ Inis Oirr-ზე არის ერთ-ერთი ასეთი, ყოველმხრივ უნიკალური ეკლესია, რომელსაც ჩაძირულ ეკლესიას, წმინდა კავანს უწოდებენ.
ინიშ ოირას ხიბლი
ეკლესია დასავლეთ სანაპიროზე, მიტოვებული, მაგრამ ლამაზ კირქვის კუნძულზე მდებარეობს. ზოგადად ინიშ ოირაზე ბევრია ეკლესიებისა და მონასტრების ნანგრევები. იქ შეგხვდებათ სიწმინდეები და ქრისტიანული ტაძრები, აგრეთვე უძველესი ხანის გალავანი და ციხესიმაგრეები, რომლებიც სავსეა იდუმალი ლეგენდებით. კუნძულზე მხოლოდ 250 მოსახლეა. იქ გატარებული მოკლე დროშიც კი მიხვდებით, რომ კუნძული წარმოუდგენლად მიმზიდველია ბერებისთვის, რომლებიც ღმერთთან დაახლოებას ცდილობდნენ.
ინიშ ოირა არის უნიკალური კულტურისა და ირლანდიური მემკვიდრეობის კომბინაცია, რომელიც ხიბლავს ყველას, ვინც კუნძულს ესტუმრება. ეს ადგილი ცნობილია მომხიბლავი პეიზაჟებით, ქვიშიანი პლაჟებით, უძველესი ნანგრევებითა და უნიკალური ფლორით.
წმინდა კავანის ეკლესია
ინიშ ოირას ჩაძირული ეკლესია ყველაზე ცნობილია მისი მფარველის კავანის სახელით. ამ წმინდანის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ისტორიკოსები თვლიან, რომ ის იყო წმინდა კევინ გლენდალოუს ძმა. ლეგენდების მიხედვით, წმინდა კავანი ცხოვრობდა კუნძულზე, სადაც დააარსა სამონასტრო საზოგადოება. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის იყო მკაცრი ბერი, რომელიც ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას და თავი ღმერთს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივებმა დაიწყეს მისი, როგორც წმინდანის თაყვანისცემა. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ კავანის გარდაცვალების თარიღი 865 წელია. იგი დაკრძალეს იქვე, მოკრძალებულ ქვის სამარხში, კუნძულის აღმოსავლეთ კიდეზე. ერთი საუკუნის შემდეგ ამ ადგილას ეკლესია აშენდა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.
ჩაძირული ეკლესიის საიდუმლო
ეკლესია ძალიან ახლოს იყო ინიშერის ქვიშიან სანაპიროსთან. ქარის ძლიერი ნაკადი საუკუნეების მანძილზე ქვიშით ფარავდა მას. მიტოვებული შენობა თანდათან გაქრა თვალთახედვიდან და ისტორიამ ის სრულიად დაივიწყა. იხილეთ სრულად