10 საუკეთესო პასუხი ინტერვიუერის კითხვაზე: რატომ უნდა დაგიქირაოთ გამოცდილების გარეშე? | Allnews.Ge

10 საუკეთესო პასუხი ინტერვიუერის კითხვაზე: რატომ უნდა დაგიქირაოთ გამოცდილების გარეშე?

ხშირად ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ სფეროში, დასაქმების პოვნა უჭირთ. ამ მიზნით ექსპერტები გთავაზობთ 10 საუკეთესო პასუხს ინტერვიუერის კითხვაზე: რატომ უნდა დაგიქირაოთ გამოცდილების გარეშე? ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ პასუხი არ იყოს ტყუილი, რადგან სწრაფად გამოაშკარავდებით. აი, როგორი უნდა იყოს პასუხები.

1. “დამწყები ვარ“

ახალი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ვარ. იმდენი რამ ვისწავლე და იმდენ ტექნოლოგიას დავეუფლე, რომ მინდა მალე გამოვცადო პრაქტიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩემი მუშაობით იმედგაცრუებული არ დარჩებით, რადგან ეს იქნება ჩემი პირველი შესაძლებლობა საკუთარი თავის სრულად წარმოსაჩენად“ – ამბობთ თქვენ. იდეალური პასუხია. სხვა რამით შეგიძლიათ შეავსოთ.

2. “მოქნილი ვარ“

„მოქნილი ვარ და შემიძლია დროის ორგანიზება ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. თუ სამუშაოსთვის საჭირო რაიმე უნარი მაკლია, სწრაფად ავითვისებ. კარიერას ახლა ვიწყებ, ამიტომ დიდი ენთუზიაზმით მივუდგები. სწრაფად ვსწავლობ, ამიტომ თქვენს კომპანიას მცირედ შანსს არ მივცემ, რომ შეამჩნიოს ჩემი ნაკლოვანებები“.

სწორედ ამ სიტყვებს ელის HR მენეჯერი. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც წაიკითხეთ კომპანიის შესახებ, რომ აჩვენოთ თქვენი ინტერესი და ენთუზიაზმი.

3. “პუნქტუალური ვარ“

„მესმის და პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. პუნქტუალურობა ჩემი საუკეთესო თვისებაა, რომელიც ბავშვობიდან შევიძინე. დასახულ ამოცანებს ყოველთვის დროულად ვასრულებ. მოვედი, რომ ყველაფერი გავაკეთო ამ კომპანიისთვის. გარდა ამისა, ყველაფერს ადვილად ვითვისებ, რადგან შრომისმოყვარეც ვარ“.

2024043015243485085-1714653678.jpg

4. “კომუნიკაბელური ვარ“

თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „ვთვლი, რომ კარგი კომუნიკაციის უნარი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემს გამო არც ერთი კონფერენცია და შეხვედრა არ ჩაიშლება. ეს ჩემი თვისებაა, რაც სხვა კანდიდატებისგან გამომარჩევს. მესმის გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“.

5. “შემოქმედებითი იდეები მაქვს“

უთხარით ინტერვიუერს: „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობისთვის. ბეჯითად ვსწავლობდი და მივიღე სპეციალობა, რომელიც დამეხმარება შევიტანო ჩემი წვლილი თქვენი ორგანიზაციის განვითარებაში. ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი ბევრ კლასგარეშე აქტივობაში, რამაც გაამდიდრა ჩემი გამოცდილება და ცოდნა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ კრეატიული იდეები, რაც თქვენს კომპანიას განვითარებაში დაეხმარება“. იხილეთ სრულად

myquiz