რამდენი ადამიანი ესწრებოდა 29 აპრილს რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ ? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი ესწრებოდა 29 აპრილს რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ ? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა

29 აპრილს რუსთაველის გამზირზე “ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. შეკრებას შეუერთდნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

untitled-1714453450.jpg

აქციაზე დამსწრეთა რაოდნეობა ქვეყანაში ხშირად განხივლისა და სპეკულაციის საგანი ხდება.

გთავაზობთ, World Military / ანალიტიკა-ს პოსტს, სადაც სპეციალური პლატფორმის მეშვეობით დემონსტრაციაში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაა გამოთვლილი.

440424899-746189907663010-8316196540115478020-n-1714453298.jpg

"იმედის დრონის კადრების გათვალისწინებით, სასტუმრო ბილტმორიდან, თავისუფლების მოედნამდე, უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვით და მობილიზებით შეძლეს დაახლოებით 98 000 ადამიანის გამოყვანა. გვერდებში ძალიან მეჩხრად დგას ხალხი, რის გამოც განათებებიც გამორთეს (ფოტო).

440379168-746190177662983-1248094693620163836-n-1714453065.jpg

თუმცა თუ დააკვირდებით კარგად ჩანს, რომ პარლამენტის გარდა, პრაქტიკულად არსად არ არის მაქსიმალური სიმჭიდროვე, ამიტომ სტანდარტულად 1მ²-ზე ავიღეთ 3 ადამიანი, შედეგი - 97 892 ადამიანი.

myquiz