რამდენი ადამიანი ესწრებოდა 28 აპრილს აქციას რუსთაველზე? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი ესწრებოდა 28 აპრილს აქციას რუსთაველზე? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა

28 აპრილს რუსთაველზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა, რომელშიც უამრავი ადამიანი მონაწილოებდა.

439437866-982196253905828-5990345543362992874-n-1714372187.jpg

აქციაზე დამსწრეთა რაოდნეობა ქვეყანაში ხშირად განხივლისა და სპეკულაციის საგანი ხდება.

გთავაზობთ, World Military / ანალიტიკა-ს პოსტს, სადაც სპეციალური პლატფორმის მეშვეობით დემონსტრაციაში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაა გამოთვლილი.

438098155-745723641042970-921611846154428497-n-1714371943.jpg

"დღევანდელი აქციიდან გავრცელებული დრონის რამდენინე კადრის გათვალისწინებით, საპროტესტო მსვლელობა რომელიც გადაჭიმული იყო რუსთაველის მეტროდან, რესპუბლიკის მოედნის გავლით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე.

კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვით, რაც არის 1მ² -ზე 3 ადამიანი, გვაძლევს მოცემულობას, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაახლოებით 106 000 ადამიანი იმყოფებოდა."- წერია პოსტში.

myquiz