იცოდით, რატომ ეშინოდა სტალინს ტროლეიბუსის? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ეშინოდა სტალინს ტროლეიბუსის?

ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა ვალერი ბერტმა ისაუბრა სტალინის ეჭვებზე ტროლეიბუსების მდგრადობასთან დაკავშირებით, ბელადის აზრით ტრანსპორტის ეს სახეობა საიმედო არ იყო.

30-იან წლებში მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო ლაზარ კაგანოვიჩი, ხოლო მისი მოადგილე იყო ნიკიტა ხრუშჩოვი, აღნიშნავს ისტორიკოსი.

თავის მოგონებებში ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ მის შეფს(ანუ კაგანოვიჩს) მაინცდამიანც გულზე არ ეხატებოდა ტროლეიბუსები და იოსებ სტალინსაც ეჭვი ეპარებოდა იმ დროისთის ტრანსპორტის ამ ახალ სახეობაში.

202311181925246227-1714024683.jpg

”რატომღაც ბევრს სჯეროდა, რომ ტროლეიბუსი ადვილად გადატრიალდებოდა, მაგალითად, გორკის ქუჩაზე - ცენტრალური ტელეგრაფის შენობის მახლობლად დაღმართზე.

სტალინმა კი, იმის შიშით, რომ შეიძლებოდა ეს მარცხი გამოეყენებინა უცხოურ პროპაგანდას, აკრძალა მისი ტესტირება, მაგრამ გვიანი იყო. ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და ტროლეიბუსი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში...“ - ციტირებს ვალერი ბურტმა ხრუშჩოვის სიტყვებს.

ცნობისათვის, საბჭოთა კავშირში პირველი ტროლეიბუსის ხაზი ამოქმედდა 90 წლის წინ, 1933 წლის 15 ნოემბერს, მოსკოვში და ზოგიერთ ქუჩებზე თანდათანობით ჩაანაცვლა ტრამვაის ხაზები.

thumb-4020-news-big-1714024703.jpg

fortepan-24057-1962-1714024712.jpg

რაც შეეხება თბილისს, ტროლეიბუსმა ფუნქციონირება დაიწყო 1937 წლის 30 მარტს. პირველი ხაზი მიემართებოდა "დინამოს" სტადიონიდან პლეხანოვის გამზირის გავლით მარქსის მოედნამდე. 1938 წელს ტროლეიბუსის ხაზი ამოქმედდა რუსთაველის გამზირზე. თავდაპირველად გამოიყენებოდა საბჭოთა, იაროსლავლის ქარხნის მოდელები. 1955 წლიდან კი შემოიტანეს ჩეხური „შკოდას“ ტროლეიბუსები. იხილეთ სრულად

myquiz