30 ყველაზე მავნე პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისათვის | Allnews.Ge

30 ყველაზე მავნე პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისათვის

ტექნიკურმა პროგრესმა ახალი საფიქრალი შეუქმნა კაცობრიობას: რამდენად ჯანსაღია ის პროდუქტები, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით? ეს კითხვა ყველა ჩვენგანს აწუხებს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების რაოდენობამ უკვე აპოგეას მიაღწია. დღევანდელ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც არამარტო მავნეა ადამიანისათვის, არამედ მათი მიღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

1. ნატრიუმის გლუკონატი

2015042618465037332-1-1713515699.jpg

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პროდუქტების საკვებად გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც მითითებულია დანამატი Е-621 (ნატრიუმის გლუკონატი). კარგად დააკვირდით სუპერმარკეტების თაროებზე ლამაზად ჩამწკრივებულ პროდუქტებს და აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი. გახსოვდეთ, რომ ნატრიუმის გლუკონატი გემოს გამაძლიერებელია და მას საკმაოდ ბევრ საკვებ პროდუქტს უმატებენ.

2. შაქრის შემცვლელები

2015042618475037332-1713515712.jpg

შაქრის შემცვლელები ადამიანებს იზიდავს იმით, რომ მათში ფაქტიურად არაა კალორიები და ძალიან ეკონომიურია (იაფი ღირს). არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მიღება. მოხვდება რა ორგანიზმში, ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის რეცეპტორები შეიგრძნობენ ტკბილ გემოს და მზად არიან ნახშირწყლების გადასამუშავებლად, მაგრამ ისინი შაქრის შემცვლელებში არ არის. ამის შემდეგ ორგანიზმს შიმშილი ეწყება და მადა ორმაგდება. ამიტომ ნუ მოატყუებთ ორგანიზმს, უარი თქვით ამ მავნე ნივთიერებაზე.

3. ტრანსცხიმები ანუ მოდიფიცირებული ცხიმები

დაიმახსოვრეთ, კარაქი, რომლის შეფუთვაზე მითითებულია წარწერა -ცხიმიანობა 72, 5 %, -არავითარ შემთხევვაში არ უნდა მიიღოთ. ეს ტრანსცხიმია- წყალბადით გაჯერებული დაბალხარისხიანი მცენარეული ცხიმი. 82, 5 %-ზე დაბალი ცხიმიანობის კარაქი არ არსებობს. ჯობია შეჭამოთ 20 გრამი ჩვეულებრივი ნატურალური კარაქი, ვიდრე მთელი ყუთი ტრანცხიმი ან მარგარინი.

5. სიმინდის ბურბუშელა

2015042618492937332-1713515758.jpg

თუ სიმინდის ბურბუშელას ყიდულობთ, კარგად გასინჯეთ: ტკბილი გემო თავად ბურბუშელას არ უნდა ჰქონდეს, ის უნდა დატკბეს მხოლოდ ზემოდან მოყრილი შაქრის პუდრით. თუ ბურბუშელა ტკბილია, ესე იგი მასში გამოიყენეს შაქრის შემცვლელები, უმეტეს შემთხვევაში ციკლომატი. დაიმახსოვრეთ, რომ ბურბუშელა 200 გრადუს ტემპერატურაზე მზადდება, ხოლო შაქარი 140 გრადუსზე იწვის.

6. ფაფები და ბურღულეული, რომელთაც დამატებული აქვს საღებავები და არომატიზატორები

დაიმახსოვრეთ, თუ ფაფას აქვს განსაკუთრებული გემო-ვაშლის, მსხლის, ფორთოხლის, ქლიავის ან სხვა, მას დამატებული აქვს არომატიზატორები და საღებავები, ეს კი ქიმიაა და მისი ჭამა არ შეიძლება.

7. კოწახურის კანფეტები

ამ კანფეტებში ამჟამად ისეთ ძლიერ კოწახურის ესენციას იყენებენ, რომ შეფუთვის გარეშე მაგიდაზე ერთი დღით დატოვებულ კანფეტს შეუძლია სუფრაც კი გახვრიტოს და მაგიდის ლაქიც დააზიანოს, წარმოიდგინეთ, რას უზამს ის თქვენს კუჭს?

8. მარმელადი

მარმელადს, რომელსაც დღეს სუპერმარკეტების თაროებზე ნახავთ, საერთო არაფერი აქვს მის წინაპართან, რომელსაც სსრკ-ში აწარმოებდნენ. ეს უბრალოდ სასწაულია ქიმიური მრეწველობისა.

9. კარტოფილი ფრი, რომელიც მზა სახით იყიდება სუპერმარკეტებში

ამ პროდუქტის დასამზადებლად გამოიყენება ანტიდამჟანგველები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კარტოფილი ფრი ლამის ერთი წელი ინახება და არ ფუჭდება პაკეტებში. იგივე შეიძლება ითქვას ფასტ-ფუდებზეც.

10. მოხარშული ძეხვი

2015042618515637332-1713515794.jpg

მის დასამზადებლად აქტიურად გამოიყენება გენმოდიფიცირებული სოია.

სოსისი, სარდელი, მოხარშული ძეხვი, პაშტეტები- ამ ხორცპროდუქტების შემადგენლობაში შედის სალა, მუცლის ქონი და სუბპროდუქტები, ისიც მხოლოდ 40%-მდე, ხოლო ხორცის გემოს აღწევენ უამრავი გემოვნებითი დანამატების და საღებავების საშუალებით.

11. ლორი

არანაირ ნატურალურობაზე აქ საუბარი არ შეიძლება იყოს. იღებენ ღორის კისრის ხორცის პაწაწინა ნაჭერს და ერთ კილოგრამ სპეციალურ ჟელეს, მთელი ღამით აჩერებენ გადასამუშავებელ მანქანაში, ამ ხნის განმავლობაში ჟელე ჯირჯვდება ხორცთან ერთად და დილით უკვე მიიღება ხორცის დიდი ნაჭერი. როგორც წესი, მის შემადგენლობაში მხოოლოდ 5%- ხორცია, დანარჩენ ნაწილს შეადგენს ჟელე, კარატინინი, გემოს გამაძლიერებელი, საღებავი.

12. შებოლილი ძეხვი

დღეს უკვე არავინ არ ბოლავს პროდუქტს ისე, , როგორც ამას წინათ აკეთებდნენ. გამოიყენება სპეციალური კონსერვირებადი სითხეები, რომელთა შემადგენლობაში ფორმალდეჰიდი შედის.

13. რძის პროდუქტები, რომელთაც შენახვის დიდი ვადა აქვს

ნებისმიერი რძის ნაწარმი, რომელსაც ორ თვეზე მეტი შენახვის ვადა აქვს, გამოსაყენებლად საშიშია, რადგან ის სავსეა ასეპტიკური ნივთერებებითა და ანტიბიოტიკებით.

14. პლასტიკურ მასალაში შეფუთული მაიონეზი

ძმარი, რომელიც მაიონეზის შემადგენლობაში შედის, რეაქციაში შედის პლასტიკურ ნივთიერებებთან, რომელიც შესაფუთ მასალად გამოიყენება. ამ რეაქციის შედეგად კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. ასეთი შეფუთვა შეიძლება გაუკეთდეს მხოლოდ ნეიტრალურ პროდუქტებს.

15. ტკბილი წიწაკა (არასეზონის დროს)

ეს არის აბსოლუტურად გენმოდიფიცირებული პროდუქტი. მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადებები, ჰემოროი, უძილობა, თირკმელების და გულის პრობლემები. ტკბილი წიწაკა შედის პროდუქტების ათეულში, რომლებშიც განკაკუთრებით დიდი რაოდენობითა აზოტი და პესტიციდები. ამიტომ ეს ბოსტნეული უმჯობესია მივირთვათ ზაფხულში, სეზონის დროს, თანაც უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივს. იხილეთ სტატია სრულად

myquiz