საშიშია სიცოცხლისთვის! - იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია? | Allnews.Ge

საშიშია სიცოცხლისთვის! - იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სახლში მარჯვე დამხმარეები გამოჩნდა. მიკროტალღური ღუმელი, სამზარეულოს კომბაინი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა მუდმივად ჩვენ გვერდით არის და მათ თითქმის ავტომატურად ვიყენებთ. ცოტა თუ ფიქრობს, რომ თითოეული ეს ელექტრომოწყობილობა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც. აბაზანაში მომუშავე უბრალო სარეცხი მანქანა ტრაგედიის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

სარისკო მეზობლობა

2024041720451885085-1713418627.jpg

თუ აბაზანას ან შხაპს მიიღებთ, როცა გვერდით სარეცხი მანქანა მუშაობს, შეიძლება დაიღუპოთ. როზეტში შეერთებული ხარისხიანი ტექნიკაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავს და ტრაგიკული ინციდენტები აბაზანასა და საშხაპეებში მუდმივად ხდება.

რა საფრთხეს შეიცავს აბსოლუტურად გამართული მოწყობილობა, რომელიც შეერთებულია სპეციალისტის მიერ ყველა ნორმის და რეგულაციის დაცვით?

სასიკვდილო საფრთხე არსებობს, თუ აბაზანა ან როზეტი, რომელშიც შეერთებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არ არის დამიწებული. კარგი ელექტრო მოწყობილობაც არ არის დაცული ისეთი ფენომენისგან, როგორიცაა გარღვევა. ამ შემთხვევაში დენი გადის გამტარის იზოლაციაში და ამის გამო სარეცხი მანქანის კორპუსი იმუხტება.

ამ შემთხვევაში აბაზანაში წყალმა დენი შეიძლება გაატაროს. ამისთვის საჭირო არც არის, რომ სარეცხი მანქანა აბაზანის ან საშხაპე კაბინის გვერდით იყოს. როცა ვიბანთ, ტენიანი ჰაერი შეიძლება გახდეს დენის გამტარი და გამოიწვიოს დენის დარტყმა.

2024041720454985085-1713418636.jpg

როგორ დავიცვათ თავი სააბაზანო ოთახში?

როდესაც აბაზანა ან საშხაპე კაბინა დამიწებულია, გამტარის გავლით განმუხტვა მიწაში გადადის და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ არ უნდა მოდუნდეთ, თუნდაც დამიწება იყოს. ეფექტურად რომ იმუშაოს, სპეციალისტმა უნდა დაამონტაჟოს. გარდა ამისა, ტენიან გარემოში შეიძლება განადგურდეს კოროზიით და უბრალოდ არ იმუშაოს. თავი დაიზღვიეთ და დაიბანეთ, როცა სააბაზანო ოთახით არავინ სარგებლობს.

როგორც წესი, დამიწება ჰგავს მავთულს, რომელიც მიმაგრებულია ლითონით აბაზანის ქვეშ. უმჯობესია სარეცხი მანქანა ისე მოათავსოთ, რომ არ მოხვდეს აბაზანის თასს ან საშხაპეს სადგამს. დამატებით დაცვას უზრუნველყოფს დამცავი გამორთვის მოწყობილობა. მისი დანიშნულება არის დენის გამორთვა წამის მეასედში დენის დარტყმამდე. იხილეთ სრულად

myquiz