როგორ გამოიყურება და რა ჯდება ხის სახლების აშენება საქართველოში? | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება და რა ჯდება ხის სახლების აშენება საქართველოში?

ბოლო პერიოდში საქართველოში ხის სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ბაზარზეც რამდენიმე კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს მისთვის სასურველს კოტეჯს უშენებს. ასაწყობი ხის სახლებზე მოთხოვნა ძირითადად საკურორტო ზონებშია.

კომპანიების ნაწილი მშენებლობის პროცესს ადგილზე აწარმოებს, ნაწილი კი, საამქროში აწყობს და დანიშნულების ადგილზე მზა სახით მიაქვს.

xe-1713246663.jpg

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Kohi.ge, რომლის დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე აცხადებს, რომ მათი კომპანია სახლებს საამქროში ამზადებს და შემდეგ აწყობილ სახლს ადგილზე ამონტაჟებს.

„საქართველოში ასე არავინ არ აკეთებს. ჩვენი სახლები მზადდება ჩვენთან საამქროში და ადგილზე აწყობილი მიგვაქვს. ანუ, ნაკვეთზე მშენებლობა არ ხდება. ამიტომ ჩვენ ამინდზე დამოკიდებულები არ ვართ. კონსტრუქცია ბევრად უფრო ზუსტად იწყობა, ხარისხის დონეც სხვაა, ანუ ჩვენ კონკურენტისგან ხარისხიც გამოგვარჩევს.

მას შემდეგ კი, რაც საამქროში სახლის აშენებას დავასრულებთ, უკვე აწყობილი სახლი (მოდულები)ადგილზე მანიპულატორით მიგვაქვს და ნაკვეთზე მონტაჟი ხორციელდება. ხმაური, ჭუჭყი და სხვა, რაც ტრადიციულ მშენებლობას მოყვება, ჩვენთან არ არის. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, ეს დამოკიდებულია კოტეჯის ზომაზე, მაგალითად, 30 კვ/მ ზომის კოტეჯის აწყობას 14 დღე სჭირდება “ - აღნიშნა ლომიძემ.

რაც შეეხება ფასს, როგორც kohi.ge-ზე ვკითხულობთ, კოტეჯების ფასები მათი ზომისა და დიზაინის მიხედვით განსხვავდება. ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მათგანი.

1111-1713246408.png

22-1713246416.png

33-1713246429.png

44-1713246437.png

კიდევ ერთი ასეთი კომპანიაა "დიდოსტატი". კომპანის დირექტორი და თანადამფუძნებელი თინათინ სამყურაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიის მთავარი მიზანია ააშენოს ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯები, რისთვისაც მასალად ნატურალურ ბამბას, ეკოლოგიურად სუფთა საღებავსა და ციმბირულ ფიჭვს იყენებენ.

xis-kotejebi-1709305958-1713246950.jpg

მისივე თქმით, კომპანია სამშენებლოდ იყენებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების ნედლეულს. ძირითადად, იმპორტირებული მასალა უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი, თუმცა, რესპონდენტის თქმით, არის შემთხვევები როცა ფასი თითქმის ერთმანეთს უტოლდება.

სამყურაშვილის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი კოტეჯი არის დაახლოებით 60 კვ.მ-იანი. მის ასაშენებლად კომპანიას დაახლოებით თვე-ნახევარი სჭირდება. რაც შეეხება კვადრატულის ფასს, ხარისხის და დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, 1 300 ლარიდან იწყება.

myquiz