იცოდით რატომ ჰქვია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლევან სამხარაულის სახელი?! | Allnews.Ge

იცოდით რატომ ჰქვია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლევან სამხარაულის სახელი?!

სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელიც ლევან სამხარაულის სახელს უკავშირდება, ორგანიზაციის ვებგვერდზე ამ ადამიანის ბიოგრაფიული მონაცემებიც კი არ უდევს.

რისთვის ან რატომ მიანიჭეს ამ ორგანიზაციას ლევან სამხარაულის სახელობის წოდება, დღემდე ბუნდოვანია. გთავაზობთ ინფორმაციას, რომელილ მის შესახებ ინტერნეტში მოიპოვება.

collage-1704186030-1713084658.jpg

ლევან სამხარაული იყო იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი. ის 1980 წელს ყვარელში დაიბადა.

ოფიციალურ წყალროებში ვკითხულობთ, რომ ლევან სამხარაულის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა ახალი უწყება „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, რომელიც ექსპერტიზის დარგში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის — სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრია.

2005 წელს, ლევან სამხარაული 25 წლის ასაკში მოკლეს. 2006 წელს ლევან სამხარაულის სახელი მიენიჭა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

2021 წლის აპრილში ლევან სამხარაულის დის, ნუკი სამხარაულის იდეითა და რედაქტორობით გამოიცა წიგნი „მე არსად სხვაგან არ ვარ“, რომელშიც თავმოყრილია ლევან სამხარაულის მიერ 19-20 წლის ასაკში შესრულებული ნახატები, ლექსები და ჩანახატები.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საიტზე არც სამხარაულის შრომითი ბიოგრაფია დევს, კვლევებზე ლაპარაკი ზედმეტია – დასკვნა ერთია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ლევან სამხარაულის სახელის მინიჭება, მისი ოჯახისთვის, მისი მკვლელობის კომპენსაციაა.

samxarauli-jvania-1713084684.jpg

ამას დავუმატოთ ის ავტომანქანაც, რომელიც სამხარაულის მამას, ვანო სამხარაულს სააკაშვილის მთავრობამ გადასცა“ – აცხადებს ამერიკელი ჟურნალისტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.

ლევან სამხარაული, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაზე საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ, 2005 წლის 22 მაისს თანაკლასელმა დავით მჭედლიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

სწორედ ლევან სამხარაულმა გაავრცელა მაშინ ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც გარდაცვლილი ჟვანია ნახეს, ნივთებზე ჟვანიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დავით მჭედლიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა თვითმკვლელობის საქმეში ორი სხვადასხვა იარაღი ფიგურირებს.

myquiz