დღეს დედა ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ | Allnews.Ge

დღეს დედა ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ

დღეს 14 აპ­რი­ლია და ქარ­თუ­ლი ენის დღეა. 1978 წლის 14 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა სსრკ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ. თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო ენად და­კა­ნო­ნე­ბას ითხოვ­დნენ. ანა­ლო­გი­უ­რი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ბა­თუმ­შიც გა­ი­მარ­თა. პრო­ტეს­ტმა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და კონ­სტი­ტუ­ცი­ის 75-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ს სა­ხელ­მწი­ფო ენად ქარ­თუ­ლი ენა გა­მო­ცხად­და.

მსოფ­ლი­ო­ში 5000-მდე ენაა, დამ­წერ­ლო­ბა - მხო­ლოდ 14, რის გა­მოც თი­თო­ე­უ­ლი კულ­ტუ­რულ ენად იწო­დე­ბა, მათ შო­რის არის ქარ­თუ­ლიც.არ­სე­ბობს ისე­თი ან­ბა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე ენის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნილ ან­ბანს ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იყე­ნებს, ამე­რი­კა­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში, აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, აზი­ის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა... ქარ­თულს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყე­ნებთ.

dedaena-34520-1713083375.jpg

ჩვე­ნი ან­ბა­ნი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და სრულ­ყო­ფი­ლი ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მაა. უძ­ვე­ლე­სი წე­რი­ლო­ბი­თი ძეგ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, V სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. ბოლ­ნი­სის სი­ო­ნის ტაძ­რის წარ­წე­რა 493-494 წლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ V სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თვე­ლებს დამ­წერ­ლო­ბა უკვე ჰქონ­დათ. რე­ა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი მწიგ­ნობ­რო­ბის ის­ტო­რია კი სა­თა­ვეს V სა­უ­კუ­ნი­დან იღებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია XI სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სის - ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის ცნო­ბა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. მრო­ვე­ლი ქარ­თულ დამ­წერ­ლო­ბას ქარ­თველ­თა მე­ფის - ფარ­ნა­ვა­ზის (IV-III ს. ძვ. წ.) შე­მო­ღე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ XI სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სი უფრო ად­რინ­დე­ლი მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბას ეყ­რდნო­ბა. ის­ტო­რი­კოს რა­მაზ პა­ტა­რი­ძემ თა­ვის კვლე­ვა­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი მარ­თლაც ფარ­ნა­ვა­ზის ეპო­ქა­შია შექ­მნი­ლი.

anbani2-34733-1713083392.jpg

არ­სე­ბობს ასე­თი ჰი­პო­თე­ზაც, რომ ქარ­თულ ან­ბანს სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­ე­ყა­რა... გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხიც, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ბერ­ძნუ­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს...

ჩვენ­მა ან­ბან­მა სამი სა­ფე­ხუ­რი გან­ვლო:

1. ასომ­თავ­რუ­ლი ანუ მრგვლო­ვა­ნი;

2. ნუს­ხუ­რი;

3. მხედ­რუ­ლი.

თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი გრა­ფი­კუ­ლი სტი­ლი აქვს, მაგ­რამ ასო-მო­ხა­ზუ­ლო­ბა­თა ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­ხედ­ვით, ნუს­ხუ­რი დამ­წერ­ლო­ბა ასომ­თავ­რუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია, ხოლო მხედ­რუ­ლი - ნუს­ხუ­რის.

ასომ­თავ­რუ­ლით (ანუ მრგლო­ვა­ნით) შექ­მნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი XI ს-ის ჩათ­ვლით გვხვდე­ბა. ნუს­ხუ­რის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი - IX ს-დან, ხოლო მხედ­რუ­ლი - X ს-ში. ნუს­ხუ­რი XIX სა­უ­კუ­ნემ­დე მხედ­რუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობ­და. მხედ­რუ­ლი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სა­მი­ვე სა­ხის დამ­წერ­ლო­ბის­თვის სა­ხა­სი­ა­თო ის არის, რომ ყო­ველ ბგე­რას თა­ვი­სი შე­სა­ბა­მი­სი ასო-ნი­შა­ნი აქვს, რაც ზო­გა­დად ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

myquiz