სტალინის საიდუმლო ექსპერიმენტი?! - როგორ ცდილობდა ექიმი ადამიანისა და მაიმუნისგან საბჭოთა სუპერგმირის შექმნას | Allnews.Ge

სტალინის საიდუმლო ექსპერიმენტი?! - როგორ ცდილობდა ექიმი ადამიანისა და მაიმუნისგან საბჭოთა სუპერგმირის შექმნას

„იყო დრო, როცა „უღმერთო“ საბჭოთა მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რაღაც ზეადამიანური არსება შეექმნათ და ამ მიზნით სახიფათო და მცდარ ექსპერიმენტულ კვლევებს ატარებდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ მიზანს ვერ მიაღწევდნენ და კვლევები შეწყვიტეს. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი იყო პროფესორი ილია ივანოვი, რომლის იდეები 90 წლის შემდეგ ისევ გაცოცხლდა", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის - „ბიგ სინქის“ (Big Think - ფართო აზროვნება“) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ექსტრემალური ექსპერიმენტი: როგორ ცდილობდა საბჭოთა ექიმი სუპერგმირის შექმნას ადამიანისა და მაიმუნისაგან“ (ავტორი - ჯონი თომსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ გაქვთ ნანახი ისეთი ფანტასტიკური და საშინელებათა ფილმები, რომლებშიც ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდები „მონაწილეობენ“, ბევრს, ალბათ, მართლაც შიშისაგან აგაკანკალებდათ. თვით აზრი ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების თაობაზე ნორმალურ ადამიანს შიშს ჰგვრის.

3744bb62-3772d95b926601a40f2fc085b0f995c3-1712992619.jpg

ვიცით, რომ უძველეს ბერძნულ და ინდუისტურ გადმოცემებში და მითებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, მრავალი მსგავსი „ქიმერაა“ აღწერილი ანუ „ადამიანები ცხოველების სახით“: მინოტავრები, ქალთევზები, ჰერპები, ვენდიგოები და ა.შ. ინდუისტური და ძველეგვიპტური პანთეონები სავსეა ქიმერული ღვთაებებით. ხომ მოგისმენიათ საშინელი ისტორიები, რომლებსაც ზოგიერთები ღამით, კოცონის წინ მსხდომნი ჰყვებიან? ზოგჯერ შეიძლება გაიცინო კიდეც, რომ ეს ყველაფერი დაუჯერებელია და სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა.

და რას იტყოდით, რომ ფაქტებზე დაყრდნობით დავამტკიცოთ - მსგავსი ქიმერების შექმნის მცდელობა გამოგონილი არ არის. იქნებ მართლაც შეიძლება ურჩხულის გაჩენა? სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა საბჭოთა მეცნიერი ილია ივანოვი.

ვისაუბროთ ჰიბრიდებზე

ცხოველთა სამყაროში ბუნებრივი ჰიბრიდები ცოტა არ არის და ადამიანები მათ ნორმალურად უყურებენ. მაგალითად, არსებობს ვეფხვისა და ლომის ნაჯვარი - „ლიგრი“. ბიზონისა და ხარის ჰიბრიდი - „ბიფალო“. აქლემისა და ლამას შეჯვარების ნაყოფი - „კამა“. ბევრს უნახავს ჯორი - ფაშატი ცხენისა და მამალი ვირის ნაჯვარი შინაური ცხოველი. ჯორები ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, როგორც გამწევი და ტვირთის მატარებელი ცხოველი.

ამდაგვარი მრავალრიცხოვანი ფაქტების გათვალისწინებით, როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნატურალისტებმა წამოაყენეს იდეა ადამიანისა და მაიმუნის - შიმპანზეს ჰიბრიდის შექმნის წინადადება, მათ გაუკვირდათ, თუ როგორი მძაფრი წინააღმდეგობა მოჰყვა აღნიშნულ იდეას საზოგადოების მხრიდან. ბევრმა იმდროინდელმა მთავრობამ აკრძალა ყოველგვარი გამოკვლევები ამ სფეროში.

მეცნიერი რელიგიის წინააღმდეგ

საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ ათწლეულებში, იმ ქაოსურ ეპოქაში, როცა ფული არასაკმარისი იყო, მეცნიერ-მკვლევრებს ხშირად ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ საზღვარგარეთ წასვლის ნებას იშვიათად აძლევდნენ. ამიტომაც უცხოეთში სამუშაოდ გაშვება და რომელიმე სამეცნიერო კვლევის დაფინანსების მიღება ძალზე პრობლემატური იყო.

202110021733466227-1702448568-1712992687.jpg

და ამ დროს სცენაზე გამოდის ილია ივანოვი. იგი გარკვეულ პერიოდში ბიოლოგიას პარიზში ეუფლებოდა. მისმა გამოკვლევებმა ხელოვნური განაყოფიერების დარგში საბჭოთა სოფლის მეურნეობას დიდი სარგებლობა მოუტანა. სწორედ მან გამოიყვანა დიდი დატვირთვის ამტანი ცხენების სახეობა, მაგრამ ეს შედარებით გვიან ხდება.

1910 წლიდან ილია ივანოვი ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის იდეამ შეიპყრო. მისი მტკიცებით, ჰიბრიდი უფრო ძლიერი არსება იქნება, უფრო ჭკვიანი და სნეულების მიმართ ამტანი, ვიდრე ცალკე აღებული ადამიანი და ან მაიმუნი. სწორედ ილია ივანოვმა წამოაყენა პირველად იდეა, რომ ჰიბრიდისაგან სრულყოფილი და უძლიერესი მეომარი შეიძლება გამოეყვანათ. ცხადია, ამას რომ ამბობდა, ივანოვი ცბიერობდა - მისთვის ცნობილი იყო, რომ შეჯვარების სფეროში კვლევების ჩასატარებლად აუცილებელ ფინანსებს არავინ გამოუყოფდა, ამიტომ თავის მიზნებს სამხედრო ელფერი და „გმირულ-რომანტიკული“ შარავანდედი შეუქმნა.

2013012301002701-23-2013-chimp-1712992698.jpg

როგორც ცნობილია, ვლადიმერ ლენინი, ლევ ტროცკი და მათ მიერ შექმნილი საბჭოთა მთავრობა არა მარტო მთლიანად კომუნისტური იყო, არამედ - მკვეთრად „უღმერთო“ და ანტირელიგიური. მათთვის ყოველივე ქრისტიანული საძულველი იყო. და ამ სიტუაციაში ილია ივანოვი აცხადებს, რომ მისი კვლევები არის ათეისტური ჰუმანიზმის გამარჯვება ეკლესიაზე. მისი თქმით, ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდის შექმნა დააჩქარებს საბჭოთა ეკონომიკის განვითარებას, ისეთ ბედნიერ ცხოვრებას, სადაც სამოთხეც კი არაფერს ნიშნავს. მოსკოვში ეს იდეა მოეწონათ. საბოლოო ჯამში, ილია ივანოვმა ჯიბეში ათეულ ათასობით დოლარი ჩაიდო და კრემლის ნებართვით, ჯგუფთან ერთად საზღვარგარეთ, შორეულ ტროპიკულ აფრიკაში გაემგზავრა.

როგორ შევქმნათ „ჰუმანზე“?

ილია ივანოვის გეგმა მარტივი იყო: ჩასულიყო საფრანგეთის გვინეაში, რამდენიმე შიმპანზე - ადამიანთან ყველაზე ახლოს მდგომი მაიმუნის სახეობა - დაეჭირა, ადგილობრივი ქალებისათვის ფული გადაეხადა, რომ ისინი ექსპერიმენტზე დათანხმებულიყვნენ. მაგრამ მოულოდნელად დიდი პრობლემა გაჩნდა: ივანოვმა არ გაითვალისწინა იმ დროს არსებული დასავლეთაფრიკული ფოლკლორული ისტორიები, რომელთა მიხედვით, მაიმუნები ქალებს იჭერდნენ, ტყეში მიჰყავდათ და მათზე ძალადობდნენ. ადგილობრივ ტომებში ამგვარ ქალებს „განდევნილებს“ უწოდებდნენ, ამიტომაც იქ, სადაც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებს ტომი წყვეტს, არც ერთი ქალი არ დათანხმდებოდა მაიმუნთან [სქესობრივ] ურთიერთობას, თუნდაც დიდი ფულის შეთავაზებით.

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ილია ივანოვმა ახალი გეგმა შეიმუშავა: ეთხოვა თავისი გუნდის მამაკაცებისათვის (ანონიმურობის დაცვისა და შესაბამისი სამედიცინო მონაცემების გათვალისწინებით), რომ ისინი სპერმის დონორები ყოფილიყვნენ, შემდეგ კი მოხდებოდა დედალი შიმპანზეების განაყოფიერება - რასაკვირველია, თუ მათ დაიჭერდნენ. პრობლემა ის იყო, რომ საერთოდ შიმპანზეს პოვნა ძალიან ძნელია და უფრო რთულია ვოლიერში მათი დამწყვდევა. ასე იყო თუ ისე, საბჭოთა მეცნიერმა მაინც მოახერხა, დაახლოებით, 30 მაიმუნის - შიმპანზეს დაჭერა და ექსპერიმენტის - ხელოვნური განაყოფიერების განხორციელებას შეუდგა - „ჰუმანზის“ - ჰუმანოიდ-შიმპანზის გამოყვანის მიზნით. იხილეთ სრულად

myquiz