იცოდით, რატომ აქვს სკანდინავიაში შენობებს შავი სახურავები? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ აქვს სკანდინავიაში შენობებს შავი სახურავები?

საკანდინავიის ქვეყნები ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ბევრი მახასიათებლით განსხვავდებიან. ნორდიკული ქვეყნების ცხოვრების წესი, ჩვეულებები და ტრადიციები მათი ზოგიერთი ევროპელი მეზობლისთვისაც კი უჩვეულოა.

ალბათ სკანდინავიაში მოგზაურობისას თუ ფოტოების დათვალიერებისას შეგინიშნავთ, რომ ამ ქვეყნების ქალაქებში სახურავები ძირითადად შავი ფერიაა. ამ ფაქტთან დაკვშირებით ფეისბუქის ჯგუფ "მოგზაურთა კლუბში" ერთ-ერთი წევრი მაკა დემურიშვილი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

"იცი, რატომ აქვს სკანდინავიაში შენობებს შავი სახურავები?

434199229-399225526391217-467416936063788314-n-1712817221.jpg

სკანდინავია ისეთი მკაცრი სიცივითაა ცნობილი, ზამთარში ზღვაც კი იყინება. საქართველოში როგორ გვცივა ხოლმე -2 გრადუსზე და ახლა სკანდინავიის ულმობელი სიცივეები წარმოიდგინეთ, როცა ტემპერატურა -20 გრადუსია. რას იზამდით ასეთ დროს?

შვედები ბუნებრივად მოიპოვებენ სპილენძს და შესაბამისად, რეგიონში ბევრი აქვთ. სპილენძის სახურავებს სახლებში სითბოს შესანარჩულებლად იყენებენ, გამძლეა, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით 1000 გრადუსია საჭირო მის დასაწვავად. პრაქტიკულია და მეტსაც გეტყვით, ეკონომიურია.

უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივებს კომუნალურ გადასახადებს 80%-მდე უმცირებს. სკანდინავიელები გარემოს დაცვაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მასალას გადაამუშავებენ კიდევაც, რითიც შემდეგ კიდევ ახალ ენერგიას იღებენ.

434563343-399225559724547-760738639430136851-n-1712817250.jpg

შავი სპილენძი დროთა განმავლობაში ფერს იცვლის. თუ სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაში მოხვდებით, დააკვირდით, ზოგიერთ შენობას მწვანე სახურავი აქვს, ზოგიერთს შავი. რაც უფრო ღია შეფერილობისაა სახურავი, ესე იგი უფრო ძველია ის.

434567227-399225799724523-2844780839687522112-n-1712817264.jpg

სახურავი საშუალოდ 50 წელი უვნებლად ძლებს ერთი შეხედვით შავი ფერი ქალაქს მისტიკურ და პირქუშ შეხედულებას აძლევს, თუმცა მოგზაურობის დროს სწორედ ასეთი ურბანული დაკვირვებები გვეხმარება ჩვენი თვალსაწიერის გაზრდაში, სხვა კულტურისა და ეროვნების ხალხის აზროვნების გაგებაში და ჩვენ გარშემო სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში.

mine-museum-1712817288.webp

ასე გამოიყურება სპელენძის სახურავები პირველ წლებში

myquiz