15 წლისა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ექიმები კი "დიაგნოზად" უწერდნენ - გენიოსი! - ვინ იყო ყველაზე ცნობილი ვუნდერკინდი საბჭოთა კავშირში, რომელიც 30 წლის ასაკში გარდაიცვალა? | Allnews.Ge

15 წლისა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ექიმები კი "დიაგნოზად" უწერდნენ - გენიოსი! - ვინ იყო ყველაზე ცნობილი ვუნდერკინდი საბჭოთა კავშირში, რომელიც 30 წლის ასაკში გარდაიცვალა?

როდესაც პაშა კონოპლიოვი სამი წლის იყო, განვითარების შეფერხების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ბიჭს რთული განტოლებების ამოხსნა შეეძლო, 15 წლის ასაკში კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა მას სრულიად განსხვავებული ბედი და მომავალი ელოდა...

პაშა კონოპლიოვი მოსკოვში, 1971 წლის 25 მარტს დაიბადა. დედამისი ფიზიკოსი იყო, მამა კი ტექნიკოსი. ბიჭის დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვი ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად, ტკივილის გარეშე დაიიბადა, თუმცა შემდეგ ბევრი განსაცდელი შეხვდათ. ბავშვს მალევე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. პირველი ინფექცია ჯერ კიდევ სამშობიაროში ყოფნისას აიკიდა, შემდეგ კი ძალიან ხშირად ავადობდა. სამი წლის ასაკში, ქალაქის კლინიკის პედიატრმა აღნიშნა, რომ ბიჭი ძალიან სუსტი იყო და თანატოლებს განვითარებაში ჩამორჩებოდა, ამიტომ მშობლებს შესთავაზა, სპეციალურ ცენტრში წაეყვანათ და მისი გონებრივი შესაძლებლობები შეემოწმებინათ.

2-1683703973-1712640254.jpeg

თუმცა, ტესტის შედეგები საერთოდ არ იყო ისეთი საოცარი და საშიში, როგორსაც მშობლები ელოდებოდნენ. ბიჭმა ბრწყინვალედ ჩააბარა ყველა ტესტი და მისი ასაკისათვის ძალიან რთულ ამოცანებსაც უმარტივესად გაუმკლავდა. ექიმები გაოცებულები იყვნენ.

სკოლამდე რამდენიმე წლით ადრეც კი პაშამ არა მხოლოდ წერა-კითხვა იცოდა გამართულად, არამედ გამრავლება, გაყოფა, რთული მათემატიკური ოპერაციების გამოთვლაც შეეძლო. პატარა გენიოსის დედა ამბობდა, რომ ბავშვს ჩვეულებრივად ზრდიდა, უბრალოდ, პატარას თავად ჰქონდა ინტერესი, რაღაცები ესწავლა. პაშა ამას ისეთი მონდომებითა და შემართებით აკეთებდა, მშობლები მალევე მიხვდნენ, რომ ბავშვს რაღაც განსაკუთრებული უნარი და შესაძლებლობები ჰქონდა. იხილეთ სრულად