"მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - ვინ არის და რას საქმიანობს ბიჭუნა ფილმიდან "იმერული ესკიზები" | Allnews.Ge

"მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... "ჩინჩლავს" - ვინ არის და რას საქმიანობს ბიჭუნა ფილმიდან "იმერული ესკიზები"

"რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა"

"რა სარგებლობა მოაქვს მამალს?" - ამ კითხვაზე გულუბრყვილო პასუხის გამო 39 წლის წინ მართლაც აატირეს ფილმ "იმერული ესკიზების" გადასაღებ მოედანზე კახა ჭკადუა. მართალია, მაშინ მხოლოდ 6 წლის იყო, მაგრამ ეს გამოცდილება მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსახიობობა არ მოსწონებოდა.

კახა ჭკადუა: - წარმოშობით სვანი ვარ, მესტიის სოფელ ხაიშიდან. ხონში, სოფელ დიდ კუხში ვიზრდებოდი. სწორედ ამ სოფელშია გადაღებული "იმერული ესკიზები". ის სკოლაც, რომელსაც ფილმში ხედავთ, დიდი კუხის საჯარო სკოლაა. ერთ მშვენიერ დღეს ქართულის მასწავლებელმა სამასწავლებლოში გამიყვანა, სადაც ორი უცნობი მამაკაცი გველოდა და უთხრა, ვფიქრობ, ეს არის ის ბავშვი, თქვენ რომ გჭირდებათო.

chinchlavs-w-h-1712552398.jpeg

წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და სინჯებისთვის დამიწყეს მომზადება. შავგვრემანი კი ვიყავი, მაგრამ უფრო გამამუქეს და გადამპარსეს... სამოსის მორგებაზე რომ მიდგა საქმე, დედაჩემს სახლიდან პერანგი და შარვალი მოვატანინე, რომელიც ჩაცმამდე გულიანად დამიჭმუჭნეს, და ამან ისე გამაბრაზა, რომ გავხიე. ფილმში სწორედ ის დაჭმუჭნილ-დახეული ტანსაცმელი მაცვია. გადაღებამდე ამიხსნეს - უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ "უპატრონო" ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე. მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა, ის სიტყვა.

- იმ სიტყვის მნიშვნელობა იცოდით?

- ვგრძნობდი, რომ არ იყო კარგი. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა "ჩინჩლავს" მეთქვა. ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი, რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა.

"იმერული ესკიზების" ჰონორარით ველოსიპედი "დესნა 2" მიყიდეს და ამით ძალიან გამახარეს. პრემიერის შემდეგ სოფელში ჩამოვიდა ქალბატონი ნანა და სხვა ფილმში გადაღება შემომთავაზა, ვერაფრით დამიყოლია. მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ გავიგე, შეუძლოდააო, დავურეკე, მოვიკითხე. სიხარულისგან ატირდა.

"იმერულ ესკიზებს" ჩემი შვილები ყოველ ჯერზე თვალებგაბრწყინებული უყურებენ, მაგრამ ჩემთვის მისი გადაღების მომენტი მაინც არ ასოცირდება კარგ ემოციებთან. ცუდი ის იყო, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც დამინახავენ, იმ სიტყვას გაიძახიან, ნახე, მოდისო. დიდი ხანია პატარა ბიჭი არა ვარ, მაგრამ მაინც ვბრაზდები.

- შემდეგში როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- მე-8 კლასში რომ ვიყავი, ყაზახეთში გადავედით საცხოვრებლად. სკოლა იქ დავამთავრე. იქაც ხშირად ვმონაწილეობდი თეატრალურ წარმოდგენებში და მრავალი სიგელი დავიმსახურე, თუმცა სპორტული ცხოვრება უფრო მხიბლავდა. საქართველოში 2 წელი ძიუდოს ვჭიდაობდი, ყაზახეთში კარატეზე გადავედი, მერე კიკბოქსზე. 90-იანებში ჯარში გამიწვიეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო. იხილეთ სრულად

myquiz