უცნაური ტომი, სადაც საქონელს ავტომატებით იცავენ, მათ შარდს კი დასაბანად იყენებენ - მუნდარის ტომის უჩვეულო ცხოვრება
აფრიკის კონტინენტი არის მრავალფეროვანი ტომების სამშობლო. ერთ-ერთ მათგანს ამ სტატიაში გაგაცნობთ. მუნდარის ტომი, რომელიც სუდანის სამხრეთით მდებარეობს, გამოირჩევა უცნაური წესებით... ამ ტომის ხალხს ძალიან უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით უპირატესობას ანიჭებენ ძროხებს და მათ უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურ ზომებს იღებენ, მათ იცავენ ცეცხლსასროლი იარაღებით...
ცნობილ ფოტოგრაფებმა, ტარიკ ზაიდიმ და გორან ტომასევიჩმა ერთობლივად გადაწყვიტეს სამხრეთ სუდანში მოგზაურობა. მათი უპირველესი მიზანი იყო ამ ტომთან საერთო ენის გამონახვა და მათ რამოდენიმე დღის გატარება. მკაცრი შეხედულებებისდა მიუხედავად, ადგილობრივებმა ფოტოგრაფები თბილად მიიღეს... მათ პირველ რიგში ასწავლეს თავიანთ წესები, რომელიც მათთან ყოფნის დროს არასოდეს არ უნდა დაევიწყებინათ.
მუნდარის ტომი ცხოვრობს სუდანის სამხრეთით, დედაქალაქ ჯუბადან რამოდენიმე საათის მოშორებით, მდინარე ნილოსის სანაპიროზე.
მუნდარის ტომის ხალხის ცხოვრება მთლიანად ამ ცხოველებზეა დამოკიდებული. მათ ასევე საქონლების მეფეებს უწოდებენ...
ისინი ზრდიან Ankol to-Watusi -ის სახელწოდების ძროხებს, რომელიც მსოფლიოში იშვიათად არის გავრცელებული...
პირუტყვების სიმაღლე 2, 5 მეტრამდე აღწევს, საერთაშორისო ბაზარზე 500 დოლარად არიან შეფასებულნი.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ ტომის საარსებო წყაროს ცხოველები წარმოადგენენ. მათ იმდენად უფრთხილდებიან, რომ ყოველდღიურად, მორიგეობით ავტომატებით იცავენ...
ფოტოგრაფების განცხადებით, ტომის თითოეულ წევრს ყავს საკუთარი ძროხა, იშვიათია შემთხვევა, როცა ისინი ცხოველებს საჭმელად იყენებენ...
ფოტოგრაფი გორან ტომასევიჩი: "თავდაპირველად ვიფიქრე ნატურალურ რძეს დამალევინებდნენ...(იცინის)... თუმცა შევცდი, რადგან ამ ძროხის რძე თურმე ადამიანისთვის შესაძლოა მომწამლავი აღმოჩნდეს. ძროხის შარდს ისინი ანტისეპტიკურსაშუალებად იყენებენ, შარდი შეიცავს დიდი რაოდენობით ამიაკს, რაც განაპირობებს ადგილობრივების ნარინჯისფერ თმებს..."
ფოტოგრაფი ტარიკ ზაიდი: "მოხარული ვარ, რომ მიგვიღეს, ძალიან კეთილი ადამიანები არიან, თუმცა თავიდან მეგონა დაგვხოცავდნენ, ერთი თუ მოუშინაურდით და მათ მიმართ ბოროტი გაზრახვები არ გაქვთ, მიხვდებიან და მალევე დაგიმეგობრდებიან. აქ ცხოველებს დღეში 3 -ჯერ უკეთებენ ისეთ მასაჟს, რომელზეც უარს არც მე ვიტყოდი"
სამხრეთ სუდანში მეცხოველეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სუდანი დამოუკიდებლობის მიღებამდე ხშირად ხდებოდა თავდასხმების ქვეყანა, სადაც უმეტესად ცხოველები იხოცებოდნენ... იხილეთ სრულად