მოახლე "ურჩხულს" მოტყუებით გააყოლეს ცოლად - წყვილის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცნობილი ზღაპრის საფუძველი გახდა
ცნობილი ზღაპარი "ლამაზმანი და ურჩხული" დაფუძნებულია ნამდვილი წყვილის ისტორიაზე, რომელიც ტრაგიკული ცხოვრებით ცხოვრობდა. ნამდვილი მზეთუნახავი და მხეცი იყვნენ ეკატერინე და პეტრუს გონსალვუსები. მიუხედავად იმისა, რომ პეტრუსის და ეკატერინეს ისტორია არ არის ამ ზღაპრის შთაგონების ერთადერთი წყარო, მას ბევრად უფრო ღრმა ფოლკლორული ფესვები აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენს.
რეალურ ისტორიას არ ჰქონია ბედნიერი დასასრული
Beauty and the Beast-ის დისნეის ვერსიაში ბელი ჭკვიანი, ძლიერი ნებისყოფის მქონე ლამაზმანია, რომელსაც შეუყვარდება დაწყევლილი მამაკაცი. წყევლის მიუხედავად, ურჩხულს აქვს მზრუნველი თვალები და ნაზი შინაგანი სამყარო, ასევე სასტიკი ერთგულება ბელის მიმართ.
მათ უყვარდებათ ერთმანეთი, მათი სიყვარული წყევლას არღვევს და ისინი სასახლეში ბედნიერად ცხოვრობენ. ასეთია ზღაპრის ასასრული.
1991 წლის ანიმაციური ფილმისა და 2017 წლის რიმეიქის ისტორიები თითქმის იდენტურია. მაგრამ რეალურ წყვილს არ ჰქონდა ზღაპრული დასასრული და არ იყო წყევლა, რომელიც შეიძლებოდა განადგურებულიყო- "ურჩხულს" სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეცხოვრა თავისი მდგომარეობით.
ნამდვილი “ურჩხული" დაატყვევეს და მეფეს საჩუქრად გაუგზავნეს
ნამდვილი "მხეცი"იყო კაცი, სახელად პეტრუს გონსალვუსი. ის დაიბადა 1537 წელს კანარის კუნძულებზე და ჰქონდა მემკვიდრეობითი დაავადება (ჰიპერტრიქოზი), რის გამოც ბევრად უფრო მეტი და ხშირი თმა ჰქონდა, ვიდრე სხვა ადამიანებს. პეტრუსს "ტყის კაცს" ეძახდნენ.
ისტორიები "ტყის ხალხზე" საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ისინი უფრო ცხოველებად ითვლებოდნენ, ვიდრე ადამიანებად, ბარბაროსებად, რომლებიც ცხოვრობდნენ ცივილიზაციის გარეუბანში. და, სამწუხაროდ, ყველას სჯეროდა, რომ ახალგაზრდა პეტრუსი, მისი მდგომარეობის გამო, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
როდესაც პეტრუს გონსალვუსი მხოლოდ 10 წლის იყო, ის ჩაკეტეს რკინის გალიაში, ხოლო 1547 წელს ახალგაზრდა პეტრუსი საფრანგეთში გაგზავნეს საჩუქრად საფრანგეთის მეფე ჰენრი II-ისთვის მისი კორონაციისთვის.
როგორც კი პეტრუსი საფრანგეთში ჩავიდა, ის მაშინვე გისოსებში ჩაკეტეს, რათა გარეული ცხოველივით დაეთვალიერებინათ. სასახლის ექიმებმა და აკადემიკოსებმა შეისწავლეს პეტრუსი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის არ იყო ტყის მკვიდრი - ის იყო 10 წლის ბიჭი, სახეზე და კიდურებზე რბილი, სქელი თმით.
პეტრუსმა მათ თავისი სახელიც კი უთხრა, რომელიც ფრანგებმა პედრო გონსალესიდან პეტრუს გონსალვუსად შეცვალეს. მეფე ჰენრიმ გამოაცხადა, რომ პეტრუსს უნდა მიეღო განათლება. მეფის თვალში პეტრუსი ჯერ კიდევ სწავლის უნარიანი ველური იყო, ამიტომ ჰენრი არ ელოდა პეტრუსის წარმატებას.
მაგრამ ბიჭმა სამეფო კარი შოკში ჩააგდო ლათინურად თავისუფლად ლაპარაკით და კეთილშობილური ეტიკეტის შესწავლით. უარყო სტერეოტიპები „ველურების“ შესახებ, პეტრუსი სასახლის მნიშვნელოვანი სტუმარი გახდა.
საფრანგეთის სამეფო კარზე პეტრუსს ისე ეპყრობოდნენ, როგორც შინაურ ცხოველს.
მას შემდეგ რაც პეტრუსმა თავი გამოიჩინა, როგორც ველური, რომელსაც შეეძლო განათლება მიეღო, ის გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა მეფე ჰენრის კარზე. პეტრუსს ნება დართეს, დიდგვაროვანივით ჩაეცვა და მომზადებული საჭმელი ეჭამა.
მაგრამ გაუმჯობესებული მოპყრობის მიუხედავად (ის აღარც გალიაში იყო გამოკეტილი და არც საკანში იმალებოდა), პეტრუსი მაინც ითვლებოდა არა ადამიანად, არამედ ბუნების შეცდომად. ისევე, როგორც ჯუჯებს სამეფო კარებში გასართობად იყენებდნენ, პეტრუსს ექცეოდნენ ისე, როგორც შინაურ ცხოველს.
მხატვარმა აგოსტინო კარაჩიმ მეფე ჰენრის კარის სამი წევრის პორტრეტიც კი დახატა, სადაც პეტრუსი შიშველი იყო გამოსახული, ბეწვის კონცხით, როგორც ველურის სტატუსის სიმბოლო. პორტრეტს ერქვა "თმიანი ჰარი, შეშლილი პიტერი და პატარა ამონი".
პეტრუსს ჰქონდა იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს თმის ჭარბ ზრდას - ჰიპერტრიქოზი
პეტრუსი იყო პირველი აღრიცხული ადამიანი, რომელსაც აწუხებდა ჰიპერტრიქოზი, მდგომარეობა, რომელიც იწვევს სხეულსა და სახეზე თმის ჭარბ ზრდას. ჰიპერტრიქოზი უკიდურესად იშვიათია, ისტორიაში მხოლოდ 50 შემთხვევაა ცნობილი.
დერმატოლოგი სარა კ. ტეილორი იუწყება, რომ „დაახლოებით 50 ადამიანი თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზით აღიწერება შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და, უახლესი შეფასებით, დაახლოებით 34 შემთხვევა ადეკვატურად და საბოლოოდ არის დოკუმენტირებული ლიტერატურაში“. მაგრამ საფრანგეთის მაღალი საზოგადოება არ ზრუნავდა პეტრუსის ბედზე; მათ უბრალოდ გაოცება სურდათ „ველურით“, რომელიც დიდგვაროვანივით იყო ჩაცმული.
დედოფალი ეკატერინე დე მედიჩი ფიქრობდა, რომ სახალისო იქნებოდა პეტრუსის ლამაზ ქალზე დაქორწინება
მეფე ჰენრის გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლი და მისი მემკვიდრის, ეკატერინე მედიჩის დედა, საფრანგეთის დედოფალი რეგენტი გახდა. დედოფალმა იფიქრა, რომ პეტრუსისთვის ქორწილის მოწყობა სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ გადაწყვიტა, მომავალ საცოლისთვის არ ეთქვა მისი მდგომარეობის შესახებ.
დედოფალმა ეკატერინემ “ლამაზმანი" ახალგაზრდა გოგონაა, სახელად კეტრინი იპოვა. ის სამეფო კარის მსახურის ქალიშვილი იყო და დედოფალს სურდა ენახა, როგორი შვილები შეიძლება ჰყოლოდა ლამაზმანს ურჩხულთან. დედოფალი ეკატერინე იმედოვნებდა, რომ შეთანხმებული ქორწინების გზით საკუთარი სამეფო შინაური ცხოველები ეყოლებოდა.
„ლამაზმანი“ პეტრუსს ქორწილის დღეს შეხვდა და შოკში ჩავარდა
როდესაც დედოფალმა ეკატერინე დე მედიჩიმ კეტრინს გამოუცხადა, რომ ის მალე დაქორწინდებოდა, მას არ შეეძლო უარი ეთქვა დედოფლის შეთანხმებულ ქორწინებაზე. ისევე, როგორც სამეფო ოჯახის წევრები ხშირად ქორწინდებოდნენ მათი თანხმობის გარეშე, მეფეებსა და დედოფალებს შეეძლოთ ეკარნახათ ქორწინების პირობები.
მაგრამ დედოფალმა ეკატერინემ პატარძალს სიურპრიზი მოუმზადა - ქმარი თმით იყო დაფარული. გოგონას რეაქცია ქმრის გარეგნობაზე არ დაფიქსირებულა, მაგრამ იყო ჭორები, რომ "ლამაზმანი" თავდაპირველად უკმაყოფილო იყო დანახულით. რასაკვირველია, მაქციის მსგავსი კაცის პოვნა იმ დროისთვის საკმაო შოკი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა კეტრინისთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაიწყო პეტრუსზე ზრუნვა და ისინი ქორწინებაში ცხოვრობდნენ 40 წლის განმავლობაში. იხილეთ სრულად